Vau.ge

სილამაზის ნიღაბი თაფლის, სახამებლისა და მარილის კომბინაციით

სილამაზის ნიღაბი თაფლის, სახამებლისა და მარილის კომბინაციით

ეს ნიღაბი დაგეხმარებათ სახის კანის გამკვრივებაში, გახდის მას ჯანმრთელს, გაცისკროვნებულს, და გლუვს!

ეს ნიღაბი კვებავს, ათანაბრებს კანის ტონს, აშკარად ამცირებს ასაკობრივი ლაქების წარმოქმნას.

შემადგენლობა:

- სახამებელი  1 ჩაის კოვზი
- 1 ჩაის კოვზი თხევადი თაფლი
- 1 ჩაის კოვზი მარილი

შეურიეთ თაფლი და სახამებელი, სანამ გათეთრდება, დაამატეთ ჩაის კოვზი ზღვის მარილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ იოდირებული მარილი). Აურიეთ კარგად.
ჰიპერმგრძნობიარე ან ძალიან მშრალი კანისთვის ნიღაბს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი რძე.

წაისვით ნიღაბი სახეზე რამდენიმე ფენად, სანამ არ დასრულდება.
ნიღაბს სახეზე ვიჩერებთ  25 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოვიბანთ თბილი წყლით.

თუ გრძნობთ დისკომფორტს, წვას, ძლიერ ჩხვლეტას და ა.შ., მაშინ უმჯობესია დაუყოვნებლივ ჩამოიბანოთ ნიღაბი წყლით. ჩვენ ვამზადებთ ასეთ ნიღაბს საუკეთესო შედეგის მისაღებად ყოველ მეორე დღეს, 20 დღის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ 10 ნიღაბი მოამზადეთ.

ინგლისელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს,  რომ კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტით თაფლი 25%-ით უფრო კარგია, ვიდრე სხვა კოსმეტიკური საშუალებები. მის ბაზაზე დამზადებული ნიღბები კვებავს და ათეთრებს სახის კანს, აქრობს გამონაყარს.

თაფლი სასრგებლო ნივთიერებების და ვიტამინების წყაროა. ის შეუცვლელია საშინაო კოსმეტიკის მომზადებისთვის. ნიღბების მომზადებისთვის აუცილებელია გამოიყენოთ ნატურალური თაფლი. თაფლი საუკეთესოდ წმენდს და ასწორებს კანს, აძლევს მას ბრწყინვალებას. ამის გარდა, ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მავნე ბაქტერიების გამრავლებას და აქვთ სამკურნალო ეფექტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version