Vau.ge

გასაოცარი მეთოდები არასასურველი თმების მოსაცილებლად სახლის პირობებში

გასაოცარი მეთოდები არასასურველი თმების მოსაცილებლად სახლის პირობებში

Ეპილაციამ და პარსვამ შეიძლება ბევრი სირთულე გამოიწვიოს. არასასურველი თმის მოსაცილებლად ეპილაცია და სხვა მსგვსი პროცედურა ხშირად ჩატარებას მოითხოვს.

არ ინერვიულოთ!

აქ მოცემულია რამდენიმე ბუნებრივი მეთოდი, რომლითაც შეგიძლიათ არასასურველი თმები სამუდამოდ მოიცილოთ!

მეთოდი 1: ლიმონი და შაქარი

შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, რომ მიიღოთ პასტა. წაისვით მკლავებზე, იღლიებში,  გააჩერეთ რამდენიმე წუთით. გააკეთეთ ეს კვირაში ორჯერ, სანამ არ ჩამოცვივდება თმა.

მეთოდი 2: სიმინდის ფქვილი და კვერცხი

შეურიეთ 1/2 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი და  1 კვერცხი, რომ გააკეთოთ პასტა. წაისვით და დატოვეთ ცოტა ხნით, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

მეთოდი 3: რძე და კურკუმას ფხვნილი

შეურიეთ 2 სუფრის კოვზი რძე და 1 სუფრის კოვზი კურკუმა და გააკეთეთ პასტა. წაისვით  და დატოვეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

მეთოდი 4. ჩაის ხის ზეთი და ლავანდის ზეთი

ჩაის ხისა და ლავანდის ზეთი მსუბუქი ანტიანდროგენული თვისებებით გამოირჩევიან, რომლებიც ადგილობრივი დატანისას არასასურველი თმის რაოდენობას ამცირებს. ის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა პატარა თმებისთვის, რომლებიც გამოსაჩენ ადგილებში იზრდება. მაგალითად, როგორიცაა კისერი, ფეხები ან ხელები.

აურიეთ ორი ინგრედიენტი სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

ჩააწეთ ბამბა ზეთში და წაისვით თმიან ადგილას. ეს დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიმეორეთ, რათა შედეგები მოკლე ვადებში მიიღოთ.

მეთოდი 5. გარგარისა და თაფლის სკრაბი

ეს გარგარის და თაფლის სკრაბი თმებს უფრო გაათხელებს და მათი მოცილება იოლი გახდება. მისი წყალობით მკვდარი უჯრედებიც მოგცილდებათ და მუქ ლაქებსც გაიღიავებთ.

დაჭყლიტეთ გარგარი და აურიეთ 1 კოვზ თაფლთან, რათა პასტა მიიღოთ.

დაიდეთ საშუალება სახეზე არსებულ თმებზე და 10 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ადგილი თითებით გაიწმინდეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და პროცედურა კვირაში სამჯერ გაიმეორეთ.

Exit mobile version