Vau.ge

ნახეთ რა დაემართება თქვენს კანს თუ მას ვაშლის ძმრით დაიბანთ

ნახეთ რა დაემართება თქვენს კანს თუ მას ვაშლის ძმრით დაიბანთ

თუ თქვენ გაქვთ კანის პრობლემები, ალბათ სცადეთ სხვადასხვა სახის პროდუქტები, მაგრამ შეიძლება არც გიფიქრიათ ვაშლის ძმრის გამოყენებაზე.

ვაშლის ძმარი შეიცავს უამრავ ინგრედიენტს, რომლებიც თქვენი კანისთვის სსარგებლოა და ის ბევრად იაფია, ვიდრე სახის მრავალი ძვირადღირებული პროდუქტი, რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენს კანს იგივე სარგებელს ანიჭებენ.

ვაშლის ძმარი, როგორც ცნობილია, ხელს უშლის გამონაყარის წარმოქმნას და ამცირებს ასაკობრივი ლაქების გავრცელებს.

ვაშლის ძმარი შეიცავს ალფა ჰიდროქსი მჟავებს, რომლებიც კანის მკვდარ უჯრედებს აშორებს. სახის მრავალი ძვირადღირებული პროდუქტი შეიცავს ალფა ჰიდროქსის მჟავებს, მაგრამ ვაშლის ძმარში გაცილებით მეტი რაოდენობაა.

ასაკის ლაქებისთვის ძმრის გამოსაყენებლად შეგიძლიათ სახეზე წაისვათ გაზავებული ვაშლის ძმარი წყლით  ბამბის გამოყენებით.

რეკომენდებულია  20-30 წუთით გაიჩეროთ და ჩემდეგ წყლით ჩამოიბანოთ.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ვაშლის ძმარი შესამჩნევად ამცირებს მუწუკების და აკნეს გავრცელებას. როდესაც ძმარი მზადდება, ის აწარმოებს მჟავე ნივთიერებებს, რომლებიც მას ანიჭებენ ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს.

ვაშლის ძმარი ასევე ათავისუფლებს ფორებს და ეხმარება თქვენს კანს სუნთქვაში, რაც ხელს უშლის მუწუკების გაჩენას. ის ასევე ხელს უწყობს თქვენი კანის pH დონის გაწონასწორებას, რაც ხელს უშლის თქვენი კანის ზედმეტად ცხიმიანობას ან სიმშრალეს.

ვაშლის ძმარი ძლიერი ნივთიერებაა, ამიტომ ნუ გამოიყენებთ გაზავების გარეშე, რომ არ დააზიანოთ კანი. შეგიძლიათ   წაისვათ პირდაპირ კანზე,  ტონიკთან ერთად, ან შექმნათ  სახის საკუთარი საწმენდი საშუალება.

საკუთარი სახის საწმენდის  დასამზადებლად, პატარა თასში შეურიეთ ვაშლის ძმარი 1 კოვზი და 3 სუფრის კოვზი წყალი. შემდეგ დაასველეთ სახე წყლით და გამოიყენეთ ბამბის ბალიში, რომ წაისვათ ეს ნარევი თქვენს კანზე.

როდესაც თქვენ დაიბანთ სახეს ვაშლის ძმრით, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ კარგი  ძმარი. უმჯობესია გამოიყენოთ ორგანული ვაშლის ძმარი. მხოლოდ ამ ტიპის ძმარი შეიცავს ფერმენტებს, მინერალებს, რომლებიც სასარგებლოა თქვენი კანისთვის. თუ იყენებთ  სვა ტიპის ძმარს, ამ უპირატესობებს ვერ მიიღებთ.

Exit mobile version