Vau.ge

ასპირინის ნიღბები, რომლებიც საუკეთესოა სახის კანისთვის

ასპირინის ნიღბები, რომლებიც საუკეთესოა სახის კანისთვის

ყველა კარგად ვიცნობთ ასპირინს, იგივე აცეტილსალიცილის მჟავას, რომელიც თითოეული ჩვენგანის საოჯახო აფთიაქშია. სწორედ მას მივმართავთ დახმარებისთვის მაშინ, როდესაც თავის გაუსაძლისი ტკივილი გვაწუხებს. ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია ამ ჯადოსნური აბის ალტერნატიული გამოყენების მეთოდებისა და ხერხების შესახებ.

ის მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც გამოყენების საოცრად ფართო სპექტრი აქვს. აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინის თეთრი აბი, გამოიყენება კოსმეტილოგიაშიც პრობლემური კანის მოსავლელად.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასპირინისთვის ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებია დამახასიათებელი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კანისთვის.

მოცემული საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად უნად გაითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია: 

1-ნიღაბი.
ასპირინის ნიღაბი კანის გასაახალგაზრდავებლად:

დაგჭირდებათ: 

ინსტრუქცია:

დაიბანეთ სახე ჩვეულებისამებრ, თუმცა ცივი წყლით. რბილი ქსოვილი ჩაალბეთ ძალიან ცხელ წყალში, კარგად გაწურეთ და გაშლილ მდგომარეობაში დაიფინეთ სახეზე 10 წუთით (თუ ზედმეტად ცხელი არ არის და ამის უპრობლემოდ ატანას შეძლებთ). ასე კანის ფორები ბოლომდე გაიხსნება და ჩვენი დღევანდელი პროცედურა საუკეთესო შედეგს მოგვცემს.

ასპირინის ხუთივე აბი უნდა დაფქვათ, დაუმატოთ თაფლი, ნატურალური მაწონი და კარგად გადაურიოთ. უკვე შემშრალ სახეზე მიღებული პასტისებრი მასა შეიზილეთ ნელი წრიული მოძრაობებით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

კრემის მოსაშორებლად გამოიყენეთ თბილი წყალი. პროცედურის შემდეგ წაისვით დაამტენიანებელი კრემი.

2-ნიღაბი

ნაოჭების საწინააღმდეგო ასპირინის ნიღაბი

მარილი გახსენით ლიმონის წვენში, შემდეგ გაწურეთ მარლაში და დაფხვნილი ასპირინი, თაფლი და თიხა დაამატეთ. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და წინასწარ კარგად გასუფთავებულ სახეზე წაისვით.

10-15 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე თქვენი კანის ტიპისთვის რეკომენდებული კრემი შეიზილეთ.

3-ნიღაბი

ასპირინის ნიღაბი თაფლით და ალოეს წვენით

ასპირინი დაფხვენით ან გახსენით 1 ს.კ. წყალში და თაფლი და ალოეს წვენი დაამატეთ.
ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით (თხელ ფენად).
როგორც კი ნიღაბი გაშრება, სახე წრიული მოძრაობით მსუბუქად დაიმასაჟეთ (რამდენიმე წუთის განმავლობაში), შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.

თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ის იოგურტით ან მცენარეული ზეთით შეცვალეთ.

Exit mobile version