Vau.ge

უნივერსალური საპონი ნებიმიერი გამონაყარის დროს.

უნივერსალური საპონი ნებიმიერი გამონაყარის დროს.

კუპრი – ნატურალური სამკურნალო საშუალება, რომელიც მიიღება არყის ხის ქერქისგან და ის ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში არაერთი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. კუპრის სამკურნალო თივსებების შესახებ ცნობებს ჩვენი შორეული წინაპრებიც ფლობდნენ და საკმაოდ ხშირად წარმატებით იყენებდნენ მას.

კუპრის საპონი გამონაყარისთვის უნივერსალური საშუალებაა. კუპრი, რომელიც შედის საპნის შემადგენლობაში, ხასიათდება ანთების საწინაააღმდეგო მოქმედებით.

აბსოლიტურად ნატურალური საპონი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის საღებავები და კონსერვანტები, ცნობილია საკუთარი სამკურნალო თვისებებით და ის ხშირად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. მეტიც, გამოცდილი ექიმები საკმაოდ ხშირად უნიშნავენ კუპრის საპონს საკუთარ პაციენტებს სხვადასხვა დაავადებების დროს.

საპონი გამოიყენება ფსორიაზის, ქერტლის, ლიქენის და ბევრი სხვა დაავადების დროს; საპონი გამოიყენება ეგზემის, დერმატომიკოზების, ფურუნკულოზის, მუნის, ნეიროდერმიტის, პიოდერმიის, სებორეის, კანის ქავილის დროს.

კარგი ეფექტი აქვს ნაწოლების დროს, სასარგებლოა როგორც დამწვრობის, ისე მოყინვის დროს. ამ საპნით მკურნალობენ ღია ჭრილობაში მოხვედრილ ინფექციას, აგრეთვე ტერფებზე ნახეთქებს.

სახეზე გამოყენების წესი: დღეში 2-ჯერ - დილით და საღამოს. პრობლემური კანის დროს, ეფექტი მიიღება რამდენიმე კვირაში 3-4 კვირიდან. ნაკლია ის, რომ აშრობს კანს, რისთვისაც საჭიროა კანის გაწმენდა დამატენიანებელი საშუალებით - ლოსიონით ან კრემით (შერჩეული კანის ტიპის მიხედვით).

საპნით დაბანის დროს უნდა გამოიყენოთ თბილი წყალი და შემდეგ ჩამოიბანოთ ცივი წყლით, სასურველია კონტრასტული - ცივი და თბილი წყლის მონაცვლეობა.

ერთადერთი მინუსი, რომელიც კუპრის საპნისთვისაა დამახასიათებელი, მისი სუნია. სხეულიდან და ხელებიდან ეს სუნი მყისიერად ქრება, თუმცა მას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით ინარჩუნებს თმა.

როგორც თავად მიხვდით, კუპრის საპონი მართლაც ძალიან სასარგებლო და ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version