Vau.ge

კოსმეტიკური თიხის სახეობები და გამოყენების მეთოდები

კოსმეტიკური თიხის სახეობები და გამოყენების მეთოდები

სახლის პირობებში თავის მოვლის საშუალებებს შორის,ერთ-ერთ პოპულარულ ადგილს თიხა იკავებს. ის უნიკალური საშუალებაა სახის კანის ჯანმრთელობისთვის! კოსმეტიკური თიხა ასუფთავებს კანს, აცილებს ჭარბ კანის ცხიმს, აშორებს აქერცვლის პრობლემას, გაღიზიანებას და სიწითლეს.

მდიდარია მინერალური მარილებით და ისეთი მიკროელემენტებით როგორიცაა რკინა, კალცი, მაგნიუმი,კალიუმი, ფოსფატი, აზოტი და სხვა. თიხის ნიღაბის მოხმარება მშრალ კანზეც შეიძლება და ცხიმიანზეც, ყველაფერი მის ფერზეა დამოკიდებული.

თეთრი თიხა

მისი მეორე დასახელება – კაოლინი გახლავთ. სწორედ მას იყენებენ ყველაზე ხშირად თიხის ნიღბებში რომლებიც სახის კანის გათეთრების, კვების, აღდგენის, კანის გაწმენდისა და ფორების შევიწროვებისთვის არის განკუთვნილი. კაოლინიში უხვად შედის სილიკა, თუთია და მაგნიუმი, წარმოადგენს უძლიერეს ანტისეპტიკს, რაც მას უნიკალურ კომპონენტად აქცევს ცხიმიანი და პრობლემური კანის ნიღბებში მოხმარებისთვის.

თეთრი კოსმეტიკური თიხა კარგად აქრობს ანთებით პროცესებს, ათეთრებს შავ წერტილებს, ავიწროვებს ფორებს, აცმირებს სახის კანის ცხიმიანობა, განსაკუთრებით კი თუთიის ოქსიდთან ან გოგირდთან დუეტში. მისი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ კანის გამოშრობა შეუძლია!

მწვანე თიხა

ხშირად გამოიყენება თმის გასამაგრებლად და ცხიმიან სახისა და თავის კანთან საბრძოლველად. მისგან დამზადებული ნიღაბი – შესანიშნავი საშუალებაა ღრმა წმენდვისთვის და ერთროულად კანსაც ატონიზირებს.

ეს კოსმეტიკური თიხა პრაქტიკულად ყველა კვებისთის აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს: მარგანეცი, ფოსფორი, თუთია, მაგნიუმი, კალციუმი, სპილენძი, კობალტი, მოლიბდენი, ვერცხლი, რკინა.

მწვანე თიხა უხდება როგორც ცხიმიან, ასევე მოწიფულ კანსაც რომელმაც სიგლუვე და სიმკვრივე დაკარგა. მწვანე თიხის ნიღბებს ლიფტინგ-ეფექტიც აქვთ და სახის ოვალს ამაგრებენ.

ცისფერი თიხა 

ისევე როგორც მწვანე თიხა, მისი ცისფერი თანამოძმეც მდიდარია მინერალური მარილებითა და მიკროელემენტებით, განსაკუთრებით სპილენძითა და ქრომიუთ, სწორედ მათი მარილები აძლევენ ამ თიხას მსგავს შეფერილობას. ის კარგად წმენდს, კვებავს და ადეზინფიცირებს, ასწორებს მცირე ნაოჭებს, ატენიანებს კანს.

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხოლო მისი ტერფებსა და წვიწვებზე წასმა ფეხებში სიმძიმეს მოგიხსნით. ხშირად გამოიყენება ანტი ცელულიტურ პროცედურებსა და თმის ცვენასთან საბრძოლველად.

წითელი თიხა

აუმჯობესებს კანის კვებისა და სისხლით მომარაგების პროცესს, აქრობს სიწითლეს, გაღიზიანებას და აქერცვლას, აღკვეთს კუპეროზის პროგრესირებას. ამცირებს აალერგიულ რეაქციებს. ისევე როგორც ვარდისფერი (რომელიც წითელი და თეთრი თიხის შერევით მიიღება) კარგია ნაზი, მგრძნობიარე კანისთვის.

ნაცრისფერი თიხა

ამაღლებს კანის ტონუსს, აქვს ლიფტინგ-ეფექტი. ის ყველა ტიპის სახის კანს უხდება, განსაკუთრებით მომწიფებულ, მოდუნებულ კანს.

შავი თიხა

განსაკუთრებით მდიდარია ნახშირბადული შენაერთებით, მაგნიუმით, სტრონციუმით, კალციუმით, კვარცით და რკინით. ისევე როგორც თეთრი თიხა, შავსაც ძლიერი ანტისეპტიკური თვისებები აქვს და იდეალურია ცხიმიანი და პრობლემურიკანისთვის. შავი თიხის ნიღბები თმებს ნაკლებ ცხიმიანს ხდის.

ის ხშირად გამოიყენება სხეულის კორექციის პროცედურებსა და ცელულიტთან ბრძოლაში. მინერალებით ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ თიხას – მკვდარი ზღვის შავი თიხა წარმაოდგენს.

ყვითელი თიხა

შეიცავს ბევრ რკინას და კალიუმს, აქვს მსუბუქი აქერცვლითი ეფექტი, გამოყავს ტოქსინები, აუმჯობესებს სახის ფერს და ხელს უწყობს კანის ჟანგბადით გამოკვებას. გარდა ამისა ყვიტელი კოსმეტიკური თიხა კარგად კვებავს მშრალ თმას და აშორებს ქერტლს!

Exit mobile version