ჭინჭრის ზეთი შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა ნაოჭების, ქერტლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.
ჭინჭარი ფრიად მნიშვნელოვანი პოლივიტამინური მცენარე, ვიტამინების თავისებური ბუნებრივი კონცენტრატია. ასკორბინის მჟავა მასში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარსა და ლიმონში. მხოლოდ 20 გრამი ჭინჭრის ფოთოლი ჩვენს ორგანიზმს А ვიტამინის დღიური ნორმით უზრუნველყოფს.
ჭინჭარი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ბევრ ნივთიერებას, აქვს სისხლის შეჩერების, ჭრილობების შეხორცების, ანთებსაწინააღმდეგო, ნაღველმდენის, იმუნოტროპულისა და ესტროგენის მსგავსი მოქმედება.
კაროტოიდები და A ვიტამინი, რომელსაც ჭინჭარი შეიცავს, აუმჯობესებს მხედველობას, სუნთქვას, საკვების მონელებას, შარდსასქესო, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მუშაობას. აძლიერებს იმუნიტეტს.
C ვიტამინით მდიდარი ჭინჭარი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის თავისუფალ რადიკალებს უჯრედების სტრუქტურის დაზიანებაში, აფერხებს დაბერების პროცესს.
ჭინჭარში შემავალი K ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში სისხლის შესქელების ერთ-ერთი ფაქტორის - პროთრომბინის გამომუშავებას.
ქლოროფილი და რკინის მარილი ააქტიურებს ერითროციტების წარმოქმნის პროცესს, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს.
ჭინჭრის სამკურნალო ზეთის მომზადება:
მოჭრილი ჭინჭარი დატოვეთ დასაჭკნობათ რამდენიმე საათით, მაშინ მჟავა მის ბუსუსებზე აორთქლდება და მისი დამუშავება გაგიადვილდებათ (აღარ დაგსუსხავთ). ღეროებს მოაცილეთ ფოთლები და შემდეგ ეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ჩაალაგეთ შუშის ქილაში პირამდე (არა მჭიდროდ) და დაასხით ზეითუნის ან ნებისმიერი რაფინირებული მცენარეული ზეთი.
ზეთი უნდა დაასხათ თითქმის თავსახურამდე, რათა რაც შეიძლება ნაკლები ჰაერი დარჩეს ჟანგვისთვის. დადგით ქილა 2 კვირით ბნელ, გრილ ადგილას (მაცივარში არ შეიძლება) და დროთადრო შეანჯღრიეთ. მზა ზეთი გაწურეთ მარლაში და შეინახეთ ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
თუ შეიზელთ ჭინჭრის ზეთს თავის კანში დაბანამდე 30 წუთით ადრე, თმა გახდება ძლიერი, ელასტიური, რბილი და მბზინვარე, გაუმჯობესდება მათი ზრდა.
თუ დღეში ერთხელ წაისვამთ ჭინჭრის ზეთს სახეზე, თქვენ არ დაგჭირდებათ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის გამოყენება, ჭინჭარი შესანიშნავად ასწორებს ნაოჭებს.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.