მარილის სპრეი თმისთვის სახლის პირობებში
დროდადრო ჩვენი თმა არც თუ ისე კარგად გამოიყურება და ეს სრულიად ნორმალურია. თუმცა თუ თმის ბზინვარების და სილამაზის დაბრუნებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებთ, დროა დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ დაეხმაროთ.
ხელნაკეთი სპრეი ფუმფულა, ხუჭუჭა და ტალღოვანი თმის მფლობელებს განსაკუთრებით მოეწონებათ. სპრეი ზედმეტ „ფუმფულა“ მოცულობას გააქრობს, თმის ტექსტურას ხაზს გაუსვამს.
შინაურული საშუალების გამოყენების შემდეგ თმა მორჩილი გახდება, რაც სასურველი ფორმის მიღებას გაგიმარტივებთ. სპრეი შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ თმის ძირებზე ან მთელ სიგრძეზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვარცხნილობას იკეთებთ. .
დაგჭირდებათ:
- 20 მლ სუფთა წყალი
- 6 მლ ალოეს გელი
- 7 წვეთი ეთერზეთი
- 0,5 ჩ/კ მაგნიუმის სულფატი
მომზადება:
30 მლ სპრეი ბოთლში ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ და კარგად აურიეთ, დარწმუნდით, რომ ინგრედიენტები კარგად გაიხსნა. გამოყენების წინ შეანჟღრიეთ.
მარილის სპრეი არა მხოლოდ ლამაზი ფორმის მიღებაში დაგეხმარებათ, არამედ თავის კანს დაამშვიდებს.
მარილის სპრეით შეგიძლიათ სახის კანი გაიწმინდოთ. ის მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ, თან ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. საშუალება უხდება პრობლემურ კანს, განსაკუთრებით აკნეს, ფსორიაზის და ეგზემას დროს.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.