Vau.ge

თვალის პაჩები კაკაოთი – ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდი

თვალის პატჩები კაკაოთი – ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდი

თვალის პატჩები პრაქტიკულად ყველას კოსმეტიკის ჩანთაში მარტივი საპოვნელია - უკვე წარმოუდგენელია, როგორ ვუმკლავდებოდით უძილობას მის გარეშე აქამდე. იმისათვის, რომ ზამთარში ყველა წვეულებაზე მოასწროთ მისვლა და ამავდროულად კარგად გამოიყურებოდეთ ხმაურიანი ღამის წვეულების შემდეგ, ჩვენ პატჩების საუკეთესო რეცეფტს გაგიზიარებთ,  რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გადაგარჩენთ. ამისათვის, კი აუცილებელია მარტივი წესების გათვალისწინება.

ალბათ, შინაურული პატჩების მომზადების იდეა ბევრს გაუჩნდა. რა თქმა უნდა, ამაში რთული არაფერია. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რით გაჟღინთოთ ბამბის დისკები.

ჩვენ გასწავლით თვალის პაჩებს კაკაოთი – ხელმისაწვდომი და გავრცელებული პროდუქტი.

როგორ გავაკეთოთ პატჩები კაკაოთი საკუთარი ხელით

დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ/კ კაკაო
  • წყალი
  • ბამბის დისკები

მომზადება და გამოყენება:

1. კაკაოს ფხვნილს თბილი წყალი დაასხით, რომ ძალიან თხელი მასა მიიღოთ. წყალი შეგიძლიათ რძით ან ნაღებით ჩაანაცვლოთ.

2. ბამბის დისკები შუაზე გაჭერით. 2 ბამბის დისკიდან 4 პაჩი უნდა მიიღოთ.

3. თვალების ქვეშ კრემ–გელი ან შრატი წაისვით. ზემოდან კაკაოს ნარევში დასველებული პაჩები დაიფინეთ.

4. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ მოიშორეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პატჩებს გამოშრობის საშუალება არ მისცეთ. თუ ხედავთ, რომ შრება, განმეორებით დაასველეთ. შეგიძლიათ ორი გაჭრილი ბამბის დისკი გამზადებული გქონდეთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version