არგანის ზეთის უებარი , სამკურნალო თვისებები
არგანის ზეთის ზეთი არის მაღალი ხარისხის პროდუქტი.
ზეთი მზადდება არგანის ხის კაკლებისგან. ამ ზეთს იყენებენ საუკუნეების განმავლობაში. მისი გასაოცარი შემადგენლობა პირდაპირ განკუთვნილია კანის, თმების და ფრჩხილების ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. მსოფლიოში არგანის ზეთი აღიარებულია როგორც ბუნებრივი გამაჯანსაღებელი შრატი.
არგანის ზეთის დადებითი შედეგები:
არგანის ზეთი განსაკუთრებით მდიდარია ლინოლენის მჟავით, ასევე ომეგა 6 ით. შეუცვლელი ცხიმმჟავებით. ამ მჟავების გამომუშავება ორგანიზმში არ ხდება. ზეთი ხელს უწყობს და ასტიმურებს კანის გაჯანსაღებას და აცხრობს ანთებით პროცსებს.
ეს ზეთი ასევე მდიდარია E ვიტამინით რომელიც ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას და კანს უნარჩუნებს სიმკვრივეს.
არგანის ზეთი ასევე მდიდარია პოლიფენოლებით, ისინი ცნობილია როგორც უძლიერესი ანტიოქსიდანტები. ისინი ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს რომლებიც აჩქარებენ დაბერების პროცესს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის გამოიყენება როგორც საუკეთესო კოსმეტიკური დანამატი. მისი უშუალოდ წასმა კანზე, თმებზე და ფრჩხილებზე ოპტიმიზირებას უკეთებს ბუნებრის ახალგაზრდულ სილამაზეს.
- სწრაფად და მარტივად შეიწოვება კანში.
- ასტიმულირებს კანის სიჯანსაღეს.
- აცხრობს კანის ანთებით პროცესებს და ასევე ხელს უშლის მათ განვითარებას.
- კანს უნარჩუნებს სიმკვრივეს.
- ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს რითაც ხეკს უშლის დაბერების პროცესს.
- აქრობს წვრილ ნაოჭებს.
- კანს უნარჩუნებს ჰიდრატაციის პროცესს.
არგანის ზეთის გამოყენების წესი: სახის კანზე გამოიყენეთ დილით ან საღამოს. გასუფთავებულ კანზე დაიტანეთ რამდენიმე წვეთი და ნაზად შეიზილეთ.
ფრჩხილებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე წვეთი და შეიზილეთ.
თმებზე შეიზილეთ ნესტიანი თმის ბოლოებში. ძალიან მცირე რაოდენობით.
გაფრთხილება:
არ გამოიყენოთ გაკაწრულ კანზე წასასმელად. არც გამონაყარით გაღიზიანებულ კანზე. აარიდეთ თვალებს. არ გამოიყენოთ ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.