Vau.ge

იცით რატომ ჭაღარავდება თმა? ხალხური მედიცინა წარმატებით ჭრის ამ პრობლემას 

ასაკი – ის, რასაც ვერ გავექცევით ან შევაჩერებთ, ხოლო ჭაღარა თმა – დაბერების პროცესის ნაწილია. ცხოვრების გარკვეულ მომენტში თმა ყველას უჭაღარავდება. ჩვენ  გიამბობთ, რატომ ჭაღარავდება თმა და როგორ გადავდოთ პროცესი.

რატომ ჭაღარავდება თმა?

თმა თავიდან თეთრია, შემდეგ მელანინი წარმოიქმნება, რომელსაც აქვს 2 პიგმენტი: ერთი მუქი და ერთი ღია. ამ ორი პიგმენტის ნარევი სხვადასხვა ფერს ქმნის და ამიტომ ყველას განსხვავებული თმის ფერი გვაქვს.

მელანინი თითოეულ თმის ფოლიკულში გვხდება. ჭაღარა მაშინ ჩნდება, როცა მელანინის წარმოებული უჯრედების, მელანოციტების აქტიურობა მცირდება ან ფერის მისაღებად უჯრედები აღარ რჩება.

თმის პიგმენტაციის შეცვლასა და ჭაღარის გაზრდაზე რამდენიმე ფაქტორი გავლენას ახდენს:

1. გენეტიკა

გენები განსაზღვრავს, თუ როდის მიიღებთ პირველ ჭაღარა თმა, ასევე გამელოტებას. გენები თითოეული თმის ფოლიკულის პიგმენტურ პოტენციალს განსაზღვრავს.

2. თამბაქოს მოწევა

ცნობილია, რომ ჭაღარის დონე იზრდება. მწეველებს თმის გაჭაღარავების 4-ჯერ მეტი შანსი აქვთ.

3. ანემია

ანემია, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, ფარისებრი ჯირკვლების პრობლემები და სხვა სამედიცინო პირობა ნაადრევი ჭაღარის გაჩენას ხელს უწყობს.

4. ზოგიერთი მედიკამენტი და დაავადება

ზოგიერთი მედიკამენტი და დაავადება სხეულზე, ასევე თმაზე გავლენას ახდენს.

ნატურალური გადაწყვეტილება:

ხახვის წვენი ლიმონის წვენთან ერთად

უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჭაღარის საწინააღმდეგო ძლიერი ნარევია. ხახვის წვენი ფერმენტული კატალაზით მდიდარია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ჭაღარა თმის წინააღმდეგ იყენებენ. სამკურნალო ბალახების მცოდნეები პაციენტებს ჭაღარა თმის საწინააღმდეგოდ ხახვის სკალპში შეზელას მანამ ურჩევდნენ, სანამ თმის საღებავს გამოიგონებდნენ.

კიდევ ერთი კარგი ნატურალური საშუალება ჭაღარა თმის საწინააღმდეგოდ: ცოტა აბუსალათინის ზეთი და ლიმონის წვენი აქაფდება აურიეთ, შემდეგ ცოტა ინა დაუმატეთ. ნარევი თმაზე და სკალპზე წაისვით. მინიმუმ 1 საათით გაიჩერეთ, სანამ ჩამოიბანთ. პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version