Vau.ge

როგორ მოვიშოროთ ტუჩზედა თმა? ეს რეცეპტი ნატურალური და უსაფრთხოა…

ბევრ ქალს ზედმეტი თმის პრობლემა აწუხებს, განსაკუთრებით თუ ის ზედა ტუჩზე გვხვდება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკურად, ენდოკრინული სისტემის დაავადებებით, გადატანილი სტრესით, ასაკობრივი ცვლილებებით და ასე შემდეგ.

არსებობს თმის მოშორების რამდენიმე გზა: პინცეტი, ცვილი, შაქარი, ქიმიური ან ლაზერული ეპილაცია. თუმცა თითოეულ მათგანს სხვადასხვა უარყოფითი შედეგი აქვს: ტკივილი, კანის გაწითლება, თმის ჩაბრუნების რისკი.

როგორ გავთავისუფლდეთ „ულვაშებისგან“?

შემოგთავაზებთ ნატურალურ რეცეპტს, რომლის დამზადება სახლის პირობებში შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:

• 1 ს/კ დაფქული კურკუმა

• 2 ს/კ ბარდის ფქვილი

• 1-2 ჩ/კ რძე

მომზადება:

1. აურიეთ ეს ინგრედიენტები იქამდე, სანამ გარკვეულ მასას არ მიიღებთ. სისქელე რძით დაარეგულირეთ.

2. მიღებული მასა წაისვით სქლად თმის ზრდის მიმართულებით. 20 წუთი დაელოდეთ.

3. მასა, ძველი კბილის ჯაგრისის დახმარებით, თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით მოიშორეთ.

ეს პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ გაიმეორეთ. თმა უფრო თხელი და ღია ფერის გახდება. ერთი თვის შემდეგ კი ულვაშების შესახებ ყველაფერს დაივიწყებთ.

Exit mobile version