Vau.ge

გიცდიათ ოდესმე პიგმენტური ლაქების მოცილება ხახვის წვენით?

გიცდიათ ოდესმე პიგმენტური ლაქების მოცილება ხახვის წვენით?

როგორ გამოვიყენოთ ხახვი სილამაზისთვის?

გამოწურეთ ახალი ხახვი და მისი წვენი წაისვით სახეზე. ასევე შეგიძლიათ დაჭრათ პატარა ნაჭრებად და დაილაგოთ სახეზე. ეს თქვენს კანს გახდის ბუნებრივს და შესძენს სიპრიალეს.

ნედლი ხახვის მიღებით თქვენი სისხლი სუფთავდება, მთლიანად იწმინდება მინარევებისაგან. ეს კი ეხმარება კანს გახდეს უფრო ჯანმრთელი და ნაზი.

როგრო გავიკეთოთ სახეზე ხახვის წვენის მასაჟი?

აიღეთ 1 თავი ხახვი, გაასუფთავეთ და დააბლენდერეთ. გაწურეთ სუფთა ნაჭერში, დაუმატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. დაიდეთ სახეზე (მოერიდეთ თვალის მიდამოებში წასმას) და წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ სახე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

ეს ნარევი  ეხმარება სახეს აკნეს მოცილებაში. ხახვის წვენი ასევე ხელს უწყობს მწერების ნაკბენების მოშუშებას და ნაწიბურების შემცირებას.

პიგმენტური ლაქების მოშორება

ხახვის შემადგენლობაში ვიცით რომ არის  დიდი რაოდენობით E, A და C ვიტამინები, ანტიოქსიდანტები და მინერალები, რომლებიც პიგმენტური ლაქების მოშორებაში. აგრეთვე ხახვი შესანიშნავად იცავს  ჩვენს კანს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან.

შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ხახვის წვენი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მიღებულ ნაზავში ჩაალბეთ ბამბა და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე ცივი წყალით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version