ასე შევძელი ჩემი მტვრევადი და სუსტი ფრჩხილების გამაგრება. უკვე პრიალა და მყარია
ხშირად, ფრჩხილების მოვლის მიუხედავად, ისინი კარგავენ ბუნებრივ ფერს და ყვითელდებიან, სუსტებიან და ადვილად მტვრევადი ხდებიან. ამის მიზეზი შესაძლოა, გახდეს სიგარეტი, უხარისხო ლაქის გამოყენება, შინაგანი ორგანოების პრობლემები, სოკოვანი დაავადება.
ფრჩხილების მტვრევის გამომწვევი მიზეზი კი ორგანიზმში მინერალების – კალიუმის, ფოსფორისა და ფტორის, დეფიციტია. ამიტომ, ხშირად უნდა მიირთვათ სეზონური ხილი, ბოსტნეული და ხაჭო.
დღეს გაგიზიარებთ რამოდენიმე რჩევას, როგორ მოუაროთ ფრჩხილებს, რომ აღარ გქონდეთ მტვრევადი და თხელი.
1. აბაზანები
სასურველი შედეგის მისაღებად განსაკუთრებით ეფექტურია აბაზანები. თბილ წყალში გახსენით 1 ჩ. კ. ზღვის მარილი და 1 ჩ. კ. ლიმონის წვენი ან ლიმონმჟავა. მომზადებულ ნარევში ჩაყავით თითები და გააჩერთ 15 წუთი. პროცედურები გაიკეთეთ ყოველდღიურად.
2. ზეთების ნაზავი
ფრჩხილების გასაძლიერებად მოამზადეთ სამკურნალო ნაზავი: 2 ს. კ. ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს დაამატეთ 2 ს. კ. ნუშის ან გარგრის კურკის ზეთი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა მინის ქილაში გადაიტანეთ. ნაზავის მცირე ნაწილი კარგად შეიზილეთ ხელებზე და ფრჩხილებზე, გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ ხელები ხელსახოცით გაიწმინდეთ. სასურველია პროცედურები გაიკეთოთყოველ დღე, ძილის წინ.
3. ფრჩხილების გასაძლიერებელი ხელნაკეთი საშუალების რეცეპტი
1 ს. კ. ალოეს გელს დაამატეთ 3 წვეთი ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ, შეიზილეთ ფრჩხილებზე და დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ხელსახოცით გაისუფთევეთ.
4. ხელნაკეთი საშუალება ძლიერი და მბზინვარე ფრჩხილებისთვის
გამოგადგებათ კიტრის, ფორთოხლის და ლიმონის წვენი. თქვენთვის სასურველი წვენი ან წვენების ნაზავი შეიზილეთ ფრჩხილებზე და დაიტოვეთ 15-25 წუთი. დაიბანეთ და შეიზილეთ ზეთი.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.