Სასწაული ნიღაბი გლუვი კანისთვის - ლამაზი ქალბატონების საიდუმლო
კანზე ეტაპობრივი ზრუნვა ქალისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც ყოველდღე საკვების მიღება.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი კანი გლუვი, მბზინავი და მიმზიდველი გახდეს?
სასურველია, არასწორი ქმედებებისგან თავი შევიკავოთ და ვიცოდეთ, რას საჭიროებს ჩვენი კანი.
Ნიღბის რეცეპტი გლუვი კანისთვის:
ჩაყარეთ 1/4 ჭიქა ბრინჯი 500 მლ წყალში და დატოვეთ ღამით. დილით, წყალში გაჟღენთილი ბრინჯი დააბლენდერეთ, გადაწურეთ ზედმეტი წყალი.
წაისვით ნიღაბი მთელ სიგრძეზე და ძირებში. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
მოამზადთ ეს ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ.
ნიღბის გამოყენებამდე მიზანშეწონილია სახის გაწმენდა სკრაბით, რათა ნიღაბი უფრო ეფექტური გახდეს.
სახის კანის მოვლას კორეელები რომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ეს ცნობილი ფაქტია. სწორედ ამიტომ მათი კანი ყოველთვის იდეალურად გამოიყურება. კორეელებს სახის კანის მოვლის 10-ეტაპიანი წესი აქვთ, რომელიც იდეალურად ერგება წლის ნებისმიერ დროს, თუმცა ზაფხულში მცირე დეტალები შეიძლება, შეიცვალოს, მაგალითად, უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ხშირად დაბანასა და მზისგან დაცვას.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ და ერთგვარ ოქროს წესად აქციეთ – სახე უნდა დაიბანოთ როგორც დილას, ისე – საღამოს.
თუ მაკიაჟს ატარებთ, მაშინ სახის კანის მოვლის პროცედურების დაწყებამდე, აუცილებლად უნდა მოიშოროთ დეკორატიული კოსმეტიკა. ამისთვის უმჯობესია, გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთოვანი სითხე.
დაიწვეთეთ მშრალ კანზე და თითების ნელი მოძრაობით გადაინაწილეთ. შემდეგ დაამატეთ ნელთბილი წყალი, რომ ზეთოვანი გამწმენდი და მოშორებული მაკიაჟი გადაიქცეს თხელ მასად, რათა ადვილად ჩამოიბანოთ წყლით.
როგორც ნახეთ, კანის მოვლის პირველ ეტაპზე იყენებთ ზეთოვან გამწმენდს, რომელიც სახიდან აშორებს მაკიაჟს, ხოლო მეორე ეტაპზე უკვე იყენებთ წყალზე დამზადებულ დასაბან საშუალებებს, რათა კანს მოაცილოს ნებისმიერი ნარჩენი და იდეალურად გაწმინდოს.
შესაძლებელია, გამოიყენოთ როგორც დილის, ისე საღამოს რუტინის დროს. დასაბან საშუალებას წაისვამთ სახეზე, წრიული მოძრაობით გადაინაწილებთ და შემდეგ ჩამოიბანთ თბილი წყლით.