Vau.ge

კივის ნიღაბის შოკისმომგვრელი ეფექტი სახის კანზე – საკუთარ თავზე გამოვცადე დიდი წარმატებით

კივის ნიღაბის შოკისმომგვრელი ეფექტი სახის კანზე - საკუთარ თავზე გამოვცადე დიდი წარმატებით

კივი რომ ძალიან სასარგებლოა, ალბათ ყველას გაგიგონიათ, მაგრამ არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ის შესანიშნავი კოსმეტოლოგიც არის. მასში შემავალი ვიტამინები და ორგანული მჟავები ძალიან სასარგებლოა სახის კანისათვის.

კივის აქვს არა მარტო მატონიზებელი, არამედ სამკურნალო ეფექტიც. იგი წმენდს კანს, ანიჭებს მას ელასტიკურობას და ახალგაზრდულ იერს.

45 წელს გადავაბიჯე და ვიცი, რომ სახის კანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა
მოვუარო. მაქვს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მიგნებებიც და შესაბამისი განათლებაც.

მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტი.

გამწმენდი ნიღაბი

გახეხეთ 1 ცალი კივი და უხვად წაისვით სახეზე. თუ ოდნავ მაინც იგრძენით წვა, ესე
იგი, ორგანული მჟავები თქვენს კანზე დადებითად მოქმედებს. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ, გაიწმინდეთ სახე ტონიკით და წაისვით უცხიმო დამატენიანებელი კრემი.

მკვებავი ნიღაბი

აიღეთ თითო ცალი ბანანი და კივი, გახეხეთ, კარგად აურიეთ, დამარბილებელი
ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი.

წაისვით გაწმენდილ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიწმინდეთ სახე ლოსიონით.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version