Vau.ge

თუ დამირეჯებთ, თმის მოვლაში კამა დაგეხმარებათ

თუ დამირეჯებთ, თმის მოვლაში კამა დაგეხმარებათ

თუ დამიჯერებთ, თმის მოსავლელად ბუნებრივ საშუალებებს არაფერი სჯობია. ათასნაირი შამპუნი თუ თმის ნიღაბი არსებობს, მაგრამ მე რატომღაც იმთავითვე ბუნებას მივმართე და არც მინანია.

გარდა ამისა, ხარისხიან კოსმეტიკაზე ყველას არ მიუწვდება ხელი, ამიტომ ყველა ქალს სიამოვნებით ვასწავლი ჩემ მიერ ნაცად რეცეპტებს, რომლებიც მარტივიც არის, ხელმისაწვდომიც და ეფექტურიც.

ცხიმიანი თმისთვის

აიღეთ 5-5 სუფრის კოვზი კამა და კრაზანა, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ.

ცხიმიანი თმა უსუფთაოს შთაბეჭდილებას რომ არ ტოვებდეს, თმის გაყოფის ადგი-
ლას ბამბის ტამპონით წაისვით ლიმონისა და კამის წვენის ნაზავი.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით ალოესა და კამის წვენი, ერთმანეთში აურიეთ და შეი-
ზილეთ თმის ძირებში დაბანამდე ორი საათით ადრე. ეს პროცედურა ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს ქერტლს.

თუ მამაკაცი თმის ცვენას უჩივის, დაეხმარეთ მასაც:

აიღეთ თანაბარი რაოდენობით ალოესა და კამის წვენი, აურიეთ ერთმანეთში, წაუსვით თავზე ეს ნაზავი, შეუხვიეთ პირსახოცით და ერთი საათის შემდეგ ჩამობანეთ.

ეს პროცედურა ერთჯერადი არ არის ორი თვის მანძილზე, სამ დღეში ერთხელ უნდა გაიმეოროთ.

აიღეთ ორი სუფრის კოვზი კამა, დაასხით ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ნახე-
ვარი ჩაის ჭიქა არაყი. თუ თავს კვირაში 3-ჯერ ამ ნაყენით გაიწმენდთ, თმის ცხიმიანობა საგრძნობლად იკლებს.

მშრალი თმისთვის

აიღეთ 30 გრამიწვრილად დაჭრილი კამა და ამდენივე გვირილა, დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, რამდენიმე ხანს გააჩერეთ და გადაწურეთ. როდესაც შეგრილდება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.

თავის დაბანის შემდეგ თმა არ გაიშროთ, მხოლოდ ოდნავ შეიმშრალეთ პირსახოცით და ეს ნარევი გადაივლეთ, ნახევარი საათის შემდეგ კი სუფთა წყლითჩამოიბანეთ.
ეს პროცედურა გაიმეორეთ 2 კვირაში ერთხელ. შედეგი უდავოდ გაგახარებთ.

თმის სიჯანსაღისთვის

პრობლემური თმა რომც არ გქონდეთ, კამის ნაყენის გადავლება მაინც სასარგებლოა.
ნაყენი ასე მზადდება:

აიღეთ 50 გრამი კამის ფოთოლი, დაჭერით, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.

დაზიანებული თმისთვის

თუ თმას ხშირად იხვევთ ქიმიურად, დროდადრო კამისა და სალბის ნაყენი გადაივლეთ:

აიღეთ 2-2 სუფრის კოვზი კამისა და სალბის ფოთლები, დაჭერით წვრილად, დაასხით
2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ და გადაწურეთ.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ?!

Exit mobile version