Vau.ge

საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ.

საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ.

რაც თავი მახსოვს, სახე სულ დაჭორფლილი მაქვს. ეს ძალიან მაწუხებდა და წამოვიზარდე თუ არა, ჭორფლთან ბრძოლა დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში ჭორფლის საწინააღმდეგო უამრავი რეცეპტი დამიგროვდა.

გაგაცნობთ მხოლოდ იმათ, რომელთა ეფექტიანობაც საკუთარ თავზე გამოვცადე:

1 კონა ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გაწურეთ. წვენს დაამატეთ იმავე რაოდენობის რძე და ეს ნარევი ყოველდღე შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი, ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სუფრის კოვზი და 20-30 წუთით
დაიდეთ პრობლემურ კანზე, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი. მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, შეურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა-საღამოს.

1 ჩ/კ კალენდულას ყვავილს დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 40 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ 1 ჩ/კ ხახვის წვენი და ამ ნარევით სახე დღეში რამდენჯერმე ჩამოიბანეთ.

აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი ხახვისა და ქორფა კიტრის წვენი და 1 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი. ეს ნარევი შეიზილეთ სახის კანში.

1 ჩ/კ სტაფილოს წვენს დაუმატეთ 3-4 წვეთი ლიმონის წვენი. შეიზილეთ ნარევი სახის
კანში დილა-საღამოს.

ყოველ დილით პირი მაწვნით დაიბანეთ. კვირაში 2-3-ჯერ სახეზე 15 წუთით წაისვით 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი თაფლის ნარევი. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ.

1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრამი შაქარი, 100 მლ წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და 20-30 წუთით დაიდეთ დაბანილ სახეზე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.

ქორფა კიტრი წვრილად გახეხეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი მკვებავი კრემი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ — იმავე რაოდენობის არაყი, გააჩერეთ 24 საათი. ამ სითხეში დაასველეთ დოლბანდი და დღეში ერთხელ დაიდეთ სახეზე. კურსი 30 ნიღაბია.

კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს შესანახადაც. ამისათვის 100 გრამ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს დაასხით 100 მლ არაყი, 8-10 დღით დადგით სიბნელეში, შემდეგ გაწურეთ და თავდახურული ჭურჭლით შედგით მაცივარში. ძლებს 6 თვე.

ჭორფლის მოსაშორებლად ასევე აუკეთესო საშუალებაა სპირტში დამბალი გახეხილი ბოლოკი, რომლის ნიღაბს სახეზე ვიჩერებთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოვიბანთ თბილი წყლით.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Exit mobile version