Vau.ge

ქოქოსის ზეთი: ბევრად ეფექტური და ჯანსაღი ვიდრე ნებიამიერი კბილის პასტა

ქოქოსის ზეთი: ბევრად ეფექტური და ჯანსაღი ვიდრე ნებიამიერი კბილის პასტა

Athlone-ის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბოლო კვლევებით  შეისწავლეს  რამდენიმე ნატურალური ზეთის გავლენა პირის ღრუს ჩვეულებრივ ბაქტერიებზე, სადაც ქოქოსის ზეთი იყო გამარჯვებული.

ქოქოსის ზეთს შეუძლია შეცვალოს ძვირადღირებული კბილის პასტები.

ფერმენტებით მოდიფიცირებული ქოქოსის ზეთი - მომავლის კბილის პასტა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქოქოსის ზეთი ეფექტურად ახერხებს პირის ღრუში ნაპოვნი ბაქტერიების დროულად განადგურებას .

მჟავა წარმომქმნელი ბაქტერიები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კბილების გაფუჭებაში, გავლენას ახდენს ბავშვების და  მოზრდილთა უმეტესობაზე.

ქოქოსის ზეთი ებრძვის ბაქტერიებს

უორვიკის უნივერსიტეტის ზოგადი მიკრობიოლოგიის საზოგადოების საშემოდგომო შეხვედრაზე წარმოდგენილმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფერმენტებით დამუშავებული ქოქოსის ზეთი შეიძლება იყოს Candida albicans-ის  საფუარის " პოტენციური მკვლელი".

როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი პირის ღრუს ჰიგიენის გასაუმჯობესებლად? 

ოდესმე გიცდიათ 1 კოვზი ქოქოსის ზეთის გამოყენება  კბილების გასახეხად და მთლიანი პირის ღრუს  გასაუმჯობესებლად?

მაშინ შეიძლება ახლა დადგა დრო. ის არ შეიცავს ფტორს და ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი კბილის პასტები ან პირის ღრუს სავლები.

ქოქოსის ზეთის სარგებელი

15-20 წუთის განმავლობაში დაიტანეთ პირის ღრუში 1  კოვზი ქოქოსის ზეთი.  არ გადაყლაპოთ ზეთი, რადგან ის შეიცავს ყველა ბაქტერიას, რომელიც თქვენს პირში იყო დაგროვილი. გადააფურთეთ და ჩამოიბანეთ კბილები წყლით.

კბილის პასტა

რეცეპტი

½ ჭიქა ქოქოსის ზეთი

2-3 სუფრის კოვზი საცხობი სოდა

15-30 წვეთი პიტნის ეთერზეთი

გაათბეთ ქოქოსის ზეთი და შეურიეთ სხვა ინგრედიენტებს. ჩაასხით მინის ქილაში და გააციეთ. გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი კბილის პასტა ყოველდღე.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version