მინდა გასწავლოთ, როგორ უნდა ებრძოლოთ ცელულიტს ხალხური მეთოდით.
ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა, რომელსაც უწვრილეს სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური ნაკადის დარღვევამდე მივყავართ.
ეს არის შეგუბებითი მოვლენები ცხიმოვან ქსოვილში, რაც მის დისტროფიას (კვების მოშლას) იწვევს. კანქვეშა ანუ ჰიპოდერმის შემაერთებელი ქსოვილი ცხიმების სინთეზის ადგილია.
სხეულის რომელ ნაწილებზე ყალიბდება ყველაზე ხშირად ცელულიტი და ვინ არის ყველაზე ხშირად მისი მსხვერპლი?
ცელულიტის საყვარელი ადგილებია დუნდულები, მკლავები, მუცლის წინა და გვერდითი კედლები. მისი სამიზნე სუსტი სქესია. თუმცაღა დაავადების გავრცელება ასაკთან ერთად იმატებს, პირველ ნიშნებს უკვე 25-27 წლის ასაკში ვხვდებით, ბოლო ხანს კი მისი უფრო მეტად გაახალგაზრდავების ტენდენცია შეიმჩნევა. გარდა ამისა, ცელულიტის შემთხვევებმა მამაკაცებშიც იმატა.
რა იწვევს ცელულიტს?
ცელულიტის ფენომენი სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, თუმცა უდავოა, რომ მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ ფაქტორებს: ჰორმონულ ცვლილებებს, მემკვიდრეობას, არასწორ კვებას, სქესს, ეთნიკურ თავისებურებებს, ცხოვრების წესს.
ცელულიტიან კანზე თხლად წაისვით თაფლი, მჭიდროდ მიიჭირეთ ხელისგული და მაშინვე მოიშორეთ. ასე განაგრძეთ, ვიდრე თაფლი არ განაცრისფრდება და ერთ ადგილას არ მოიყრის თავს. პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია.
თაფლიანი კანიდან ხელისგულის „აფხრეწისას“ ვაკუუმის ეფექტი იქმნება. სწორედ ეს ეფექტი შლის კანქვეშა ცხიმოვან კაფსულებს და კანიდან ცხიმის გამოწოვას უწყობს ხელს.
არ შეგეშინდეთ, თუ პროცედურის დროს კანი გაგიწითლდათ, გაგიხურდათ და აგტკივდათ. თაფლის მასაჟი დღეგამოშვებით გაიკეთეთ.
მასაჟიდან ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ თბილი წყალი გადაივლოთ, ოღონდ უსაპნოდ.
რამდენიმე მასაჟის შემდეგ კანი შეიძლება ოდნავ გაუხეშდეს, არც ამან შეგაშინოთ როგორც კი მასაჟების კურსს დაასრულებთ, კანი სირბილესა და სინაზეს დაიბრუნებს.
მასაჟების კურსის განმავლობაში უნდა იკვებოთ მსუბუქად, უმთავრესად მცენარეული საკვებით. ერიდეთ ცხოველურ ცხიმს, ძეხვს, შებოლილ ხორცს. ნურც ტკბილეულსა და შაქარს მიეძალებით. ნუ დანაყრდებით ძილის წინ.
აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის