Vau.ge

კანის გაწმენდა თავადაც შესანიშნავად შეგიძლიათ სახლის პირობებში

კანის გაწმენდა თავადაც შესანიშნავად შეგიძლიათ სახლის პირობებში

პრობლემური კანი მაქვს. რაც მოწიფულ ასაკს მივაღწიე, მას შემდეგ სულ მის მოვლაში ვარ. რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ სუფთა და გლუვი პირისკანი ოცნებად მრჩებოდა.

ერთ ზაფხულს თანაკურსელმა სოფელში დამპატიჟა. მის მეზობლად ახალგაზრდა ქალი ცხოვრობდა, რომელიც დილიდან დაღამებამდე საქმიანობდა —დიასახლისობდა,თაკარა მზეში ბაღბოსტანს თუ ვენახს უვლიდა.


როგორც კი შევხედე, მაშინვე დამავიწყდა, რაც კი კანზე მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების შესახებ გამეგონა.

დალის, ასე ერქვა იმ ახალგაზრდა ქალს, — ისეთი პირისკანი ჰქონდა, დედაქალაქის პრესტიჟული სალონების სტუმრებს არც კი დაესიზმრებათ.

ერთ საღამოს გავბედე და ვკითხე, ამდენი შრომისა და გარჯის შემდეგ ასეთი კანის შენარჩუნებას როგორ ახერხებ-მეთქი?

პასუხად დალიმ კანის გასაწმენდი და დასარბილებელი საშუალება მასწავლა:

კვერცხის გულს უნდა შეურიოთ 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი (ნებისმიერი)
და 250 გრამი ნაღები ან რძე. ცალკე უნდა აიღოთ ორი ლიმონის ნაყენი (დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 2-3 საათი, გაფილტრეთ და გააცივეთ), დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი და დააყენოთ.

ეს ორი ნარევი ერთმანეთში უნდა აურიოთ და დაამატოთ 150 მლ ქაფურის სპირტი,
კარგად შეანჯღრიოთ, დაასხათ 250 მლ ცივი ანადუღარი წყალი და კიდევ ერთხელ შეანჯღრიოთ.

მიღებული ნარევი უნდა შეინახოთ ბნელ, გრილ ადგილას, ამ ნარევით სახე უნდა გაიწმინდოთ ძილის წინ და არა დილით.

სასარგებლო რჩევა  : ფრთხილად იყავით მზის აბაზანების მიღებისას!

მზის აბაზანების მიღების დროს განსაკუთრებულად უნდა დაიცვათ სახის კანი. მზისგან დამცავის გამოყენების შემთხვევაშიც კი ფრთხილად უნდა იყოთ, რომ კანი არ დაიწვათ.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები სახიფათოა 10:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში, რა დროსაც ვერანაირი მზისგან დამცავი საშუალება ვერ დაგიცავთ თქვენ და თქვენს სახის კანს, ამიტომ ასეთ დროს გარუჯვა სჯობს, დაივიწყოთ.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა

 

Exit mobile version