Vau.ge

მინდა გაგიზიაროთ სილამაზის რეცეპტები, რომლებიც განსაკუთრებით 40 წელზე ზემოთ ქალბატონებს გამოადგებათ

მინდა გაგიზიაროთ სილამაზის რეცეპტები, რომლებიც განსაკუთრებით 40 წელზე ზემოთ ქალბატონებს გამოადგებათ

კივი რომ ძალიან სასარგებლოა, ალბათ ყველას გაგიგონიათ, მაგრამ არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ის შესანიშნავი კოსმეტოლოგიც არის. მასში შემავალი ვიტამინები და ორგანული მჟავები ძალიან სასარგებლოა სახის კანისათვის.

კივის აქვს არა მარტო მატონიზებელი, არამედ სამკურნალო ეფექტიც. იგი წმენდს კანს, ანიჭებს მას ელასტიკურობას და ახალგაზრდულ იერს.


45 წელს გადავაბიჯე და ვიცი, რომ სახის კანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა
მოვუარო. მაქვს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მიგნებებიც და შესაბამისი განათლებაც.

მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტი.

ერთმანეთში ავურიოთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი. ეს
ნარევი დღეში 2-ჯერ წავისვათ სახეზე და 15-20 წუთს გავიჩეროთ, ჩამოვიბანოთ თბილი
წყლით, შემდეგ კი სახეზე ცივი წყალი შევისხათ.

გამწმენდი ნიღაბი

12 გახეხეთ 1 ცალი კივი და უხვად წაისვით სახეზე. თუ ოდნავ მაინც იგრძენით წვა, ესე
იგი, ორგანული მჟავები თქვენს კანზე დადებითად მოქმედებს. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ, გაიწმინდეთ სახე ტონიკით და წაისვით უცხიმო დამატენიანებელი კრემი.

მკვებავი ნიღაბი

აიღეთ თითო ცალი ბანანი და კივი, გახეხეთ, კარგად აურიეთ, დამარბილებელი
ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი. წაისვით გაწმენდილ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიწმინდეთ სახე ლოსიონით.

ბანანი კოვზით გასრისეთ, ფაფად აქციეთ და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩა-
მოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. ნიღაბი, კანის მდგომარეობის კვალობაზე,
გაიკეთეთ ყოველდღე ან დღეგამოშვებით. კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს.

კარგად აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი ხაჭო და არაჟანი, დაუმატეთ ამდენივე ბანანის რბილობი. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version