Vau.ge

თუ თქვენ გამონაყარი გაქვთ და არ იცით როგორ მოიცილოთ, მოიშველეთ კომბოსტო, იგი საოცრებებს ახდენს

თუ თქვენ გამონაყარი გაქვთ და არ იცით როგორ მოიცილოთ, მოიშველეთ კომბოსტო, იგი საოცრებებს ახდენს

კომბოსტოს წვენი В, С, PP, D, К ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი. გარდა ამისა, მისი წყალობით ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მინერალური ელემენტები მიეწოდება, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, გოგირდი, აზოტი, იოდი, მაგნიუმი.

ერთი პერიოდი  სახე მუწუკებით მქონდა სავსე. რა აღარ ვცადე მათ მოსაშორებლად,
მაგრამ ამაოდ. დამეხმარა შემთხვევა. ჩემები საზამთროდ კომბოსტოს ამჟავებდნენ.


ერთხელ ბევრი ვიმუშავე, თან დროდადრო შუბლზე ჩამოყრილ თმებს ვიწევდი და უნებლიეთ შუბლი კომბოსტოს წვენით მესვრებოდა. მეორე დღეს სარკეში ჩავიხედე და შევამჩნიე, რომ შუბლზე მუწუკები თითქოს გაფერმკრთალდა.

მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, დაუყოვნებლივ შევედი საკუჭნაოში, ავიღე ერთი თავი კომბოსტო, მოვაცალე რამდენიმე ფურცელი, დავჭერი, წვენი გამოვწურე და მთელ სახეზე წავისვი.

ასე ვიქცეოდი, ვიდრე მუწუკებისგან სახე სულმთლად არ გამეწმინდა. მას აქეთ
როგორც კი შევამჩნევ სახეზე მუწუკს, მაშინვე კომბოსტოს წვენს ვისვამ.

თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო მუწუკები კი არ გამიქრა, არამედ კანმაც საოცარი ხავერდოვნება შეიძინა.

ხშირად მეკითხებიან, რას ვისვამ სახეზე. ვეუბნები, კომბოსტოს წვენს-მეთქი, მაგრამ არავინ მიჯერებს, ჰგონიათ, რაღაც საიდუმლო ვიცი და არ ვამხელ.

მინდა, ახალგაზრდებსაც ვურჩიო, სახე კომბოსტოს წვენით გაიწმინდონ — აღარ დასჭირდებათ ძვირად ღირებული მუწუკების საწინააღმდეგო კრემების ყიდვა.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version