Vau.ge

მე ეფექტურად ვიწმენდ  სახის კანს: ასპირინი-თაფლის ნიღაბი

მე ეფექტურად ვიწმენდ  სახის კანს: ასპირინი-თაფლის ნიღაბი

კანის დასამშვიდებლად, ბუნებრივი ბალანსის აღსადგენად და გამოსაცოცხლებლად საუკეთესო საშუალება ნიღაბია.

ინგრედიენტები აუცილებლად კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. რაც გვიყვარს, შესაძლოა, ჩვენს კანს სულაც არ უხდებოდეს.


მაგალითად, ცხიმიანი და ფერიმჭამელებისკენ მიდრეკილი კანისთვის ცხიმიანი ნიღაბი მიუღებელია, მას ვიტამინებით მდიდარი მჟავაშემცველი ინგრედიენტები – ლიმონი, პომიდორი, მაწონი – უხდება.

მშრალი და გამოფიტული კანისთვის კი სწორედ ცხიმიანი ნიღბებია საუკეთესო: ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ნუში.

ხარისხსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. ეცადეთ, პროდუქტი ახალი იყოს, არ შეიცავდეს კონსერვანტებს და სხვა ქიმიურ დანამატებს.

ნიღბის გაკეთებამდე პირი კარგად დაიბანეთ, რომ ჭუჭყმა და ცხიმმა ხელი არ შეუშალოს ნიღაბში შემავალი ნივთიერებების ათვისებას.

მისი მოქმედება კიდევ უფრო გაძლიერდება, თუ მანამდე სახეზე პილინგს გაიკეთებთ: ის მკვდარ უჯრედებს მოაშორებს, ფორებს გახსნის და კიდევ უფრო ღრმად გაწმენდს კანს მაკიაჟის ნარჩენებისგან.

ამის შემდეგ ნიღაბი მთელი სისრულით წარმოაჩენს თავის სასარგებლო თვისებებს.

სწორად წაისვით

ნიღაბი, უმჯობესია, კოსმეტიკური ფუნჯით ან კოსმეტიკური შტაპელით წაისვათ. ნუ წაისვამთ თვალების გარშემო. წაისვით სახის შუა ნაწილიდან კიდეებისკენ. ნურც ყელსა და დეკოლტეს დაივიწყებთ. უკეთესი ეფექტის მისაღებად ნიღბის ჩამობანამდე ნუ დაიწყებთ სახლის ლაგებას, ჭურჭლის რეცხვას ან საჭმლის კეთებას. უმჯობესია, დაჯდეთ ან დაწვეთ, ფეხები მაღლა შემოაწყოთ და მოეშვათ.

ნიღბის ეფექტის გასაძლიერებლად პატარ-პატარა ხრიკებიც არსებობს. მაგალითად, თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბს პირის დაბანისთანავე ნუ წაისვამთ, რამდენიმე წუთი მოიცადეთ. თუ მაშინვე წაისვამთ, კანიდან წყლის მოლეკულების აორთქლება ნიღბის მოქმედებას საგრძნობლად შეასუსტებს.

ამ შესანიშნავი ნიღბის მოსამზადებლაფ Დაგვჭირდება:

ჩვეულებრივი ასპირინის ორი ტაბლეტი.
1 ჩაის კოვზი თაფლი.
რამდენიმე წვეთი წყალი ასპირინის გაახსნელად.

Მომზადება და გამოყენება:

დაასხით წყალი ასპირინის ტაბლეტებს. 10-20 წამს ველოდებით, სანამ არ გაიხსნება. დაამატეთ თაფლი, აურიეთ. ნიღაბს ვისვამთ სახეზე 10 წუთის განმავლობაში.
10 წუთის შემდეგ გამოიყენეთ ნიღაბი როგორც სკრაბი ბრუნვითი მოძრაობებით.
ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით ტონერი ან დამატენიანებელი.

მოერიდეთ თვალის ზონას (სადაც კანი ძალიან დელიკატურია). კანი გაჯანსაღდება. ანთება ქრება. ფორები იწმინდება. შავი წერტილები ქრება.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს

Exit mobile version