Vau.ge

თქვენ აუცილებლად უნდა სცადოთ თმის ეს ზეთები: ისინი აჩქარებენ თმის ზრდას!

თქვენ აუცილებლად უნდა სცადოთ თმის ეს ზეთები: ისინი აჩქარებენ თმის ზრდას!

სანამ რეცეპტზეგდავალთ, გაგიზიარებთ თმის მოვლის რამდიმე წესს, რომლის ცოდნაც აუცილებლად გამოგადგებათ.

თმის დაბანის წესები :

დაბანამდე დაივარცხნეთ თმა, ხოლო შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. შამპუნი ჯერ ხელზე დაისხით და შემდეგ წაისვით სველ თმაზე. ბოთლიდან პირდაპირ თმაზე ნუ დაისხამთ. როცა შამპუნს წაისვამთ, თმის ძირებზე ხელის ფაქიზი მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი.


მოიშორეთ შამპუნი და თუ საჭიროა, კიდევ ერთხელ წაისვით.გამოიყენეთ თმის კონდიციონერი.ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შემდეგ ოდნავ გრილით. გაიმშრალეთ თმა თბილი პირსახოცით თმის ძირებიდან ბოლოებამდე.

გახსოვდეთ, რომ თმის დაბანა ყოველ დღე საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. მან შეიძლება თმის გამოშრობა და ცვენა გამოიწვიოს.

თმის გაშრობა - წაისვით სველ თმაზე რაიმე სპეციალური პროდუქტი, დამატენიანებელი. შემდეგ დაყავით ის რამდენიმე ნაწილად და გაიშრეთ ფენით. გახსოვდეთ, რომ თმასა და ფენს შორის მანძილი მინიმუმ 15 სმ უნდა იყოს. გაშრობა დაიწყეთ თმის უკანა ნაწილით.

თმის საშრობი ფენის ხშირად გამოყენება თმისთვის მავნებელია. კვირაში მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ გამოიყენეთ. ზაფხულში ხშირად მიეცით თმას საშუალება, რომ არა ფენით, არამედ ბუნებრივად გაშრეს.

Ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ თმის ზეთი, რომელიც დაგეხმარებათ უფრო სწრაფად გაიზარდოს თმა.

ეს საოცარი საშუალება  ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ყველა ინგრედიენტი შედარებით იაფი და სრულიად ხელმისაწვდომია.

საჭირო ინგრედიენტები:

ეთერზეთები - დაახლოებით 4 წვეთი თითოეული (შეგიძლიათ დაამატოთ ეთერზეთი, რომელიც გაქვთ სახლში)

მომზადების წესი:

აიღეთ დაახლოებით 4 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი (ეს ოდენობა 1 გამოყენებსთვის არის საკმარისი, მაგრამ თუ გრძელი თმა გაქვთ, შეგიძლიათ გაზარდოთ რაოდენობა)

ახლა დაამატეთ 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.

დაუმატეთ 1 ჩ.კ. სუფთა ნუშის ზეთი ნარევი.

დაამატეთ 4 წვეთი თითოეული ეთერზეთიდან.

მიღებული ნარევი გააცხელეთ გაზქურაზე.

ზეთი მზად არის გამოსაყენებლად. გასაოცარი შედეგები შესამჩნევი იქნება ძალიან მოკლე დროში.

მზა ნარევი სანამ თბილია კარგად შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ დაიბანთთ შამპუნით.

აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს

Exit mobile version