Vau.ge

ქალბატონებო გასაოცარი რეცეპტი მოგიტანეთ : საოცრად სასარგებლო ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

ქალბატონებო გასაოცარი რეცეპტი მოგიტანეთ : საოცრად სასარგებლო ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საფუარი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, აქვს საოცარი მატონიზებელი მოქმედება, აძლიერებს სისხლმომარაგებას და ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს კანის ფორებს.

ეს საშუალება რეკომენდებულია როგორც ნორმალური, ისე ცხიმიანი, მშრალი და მოდუნებული კანისთვის:

აიღეთ 50 გრამი ჩვეულებრივი საფუარი, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა თბილი რძე და მცენარეული ზეთი (თუ კანი მშრალია) ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი (თუ კანი ცხიმიანია). კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის მასა. წაისვით სახეზე და 20 წუთს გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მკურნალობის კურსი მოიცავს 20 ნიღაბს, რომლებიც ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ.

ლობიო

ლობიოს ხარშავენ, სრესენ, ამატებენ ცოტაოდენ ლიმონის წვენს და მცენარეულ ზეთს.  ეს ნიღაბიც კარგად კვებავს და აჯანსაღებს კანს, ასწორებს ნაოჭებს.

ალოე

ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატეთ 5-ჯერ მეტი წყალი.
1 საათი გააჩერეთ და 2-3 წუთით წამოადუღეთ, გაწურეთ და გაიკეთეთ საფენები მთელ სახეზე.

კრაზანა

აიღეთ 5 გრამი კრაზანას ახალმოკრეფილი ყვავილი, დაასხით ცოტაოდენი მზესუმზი-
რას ზეთი, 2 კვირა გააჩერეთ სიცივეში და გაწურეთ. ეს საშუალება კარგია მშრალ კანზე ნაოჭების პროფილაქტიკისთვის.

სასარგებლო რჩევები:  

ფრთხილად იყავით მზის აბაზანების მიღებისას!

მზის აბაზანების მიღების დროს განსაკუთრებულად უნდა დაიცვათ სახის კანი. მზისგან დამცავის გამოყენების შემთხვევაშიც კი ფრთხილად უნდა იყოთ, რომ კანი არ დაიწვათ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები სახიფათოა 10:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში, რა დროსაც ვერანაირი მზისგან დამცავი საშუალება ვერ დაგიცავთ თქვენ და თქვენს სახის კანს, ამიტომ ასეთ დროს გარუჯვა სჯობს, დაივიწყოთ.

Exit mobile version