Vau.ge

Შოკისმომგვრელი ნიღაბი სახის ლამაზი კანისთვის – აღარ დახარჯავთ ფულს ძვირადღირებულ კოსმეტიკაში!

Შოკისმომგვრელი ნიღაბი სახის ლამაზი კანისთვის - აღარ დახარჯავთ ფულს ძვირადღირებულ კოსმეტიკაში ! 

Ასეთი გასაოცარი  ნიღბის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს გლუვი და ბზინვარე კანის მიღებას. ცნობილია, რომ კაკაოს ფხვნილი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს და ათავისუფლებს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც აზიანებენ კანს.

საჭირო ინგრედიენტები:

მომზადების წესი:


შეურიეთ ყველა ინგრედიენტი  სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. მიღებული ნაზავი წაისვით სუფთა და მშრალ სახეზე მასაჟის მოძრაობებით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით 20 წუთის შემდეგ. პროცედურის დროს სასურველია დაისვენოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

ცოტა რამ კაკაოს სასარგებლო თვისებებზე

კაკაო სასარგებლოა ნაავადმყოფარი ადამიანებისთვის მოსაღონიერებლად, ტონუსის ასამაღლებლად და სხვადასხვა ნივთიერებით ორგანიზმის შესავსებად.

გულის უკმარისობით დაავადებულთათვის კაკაო კარგია კალიუმის მაღალი შემცველობის გამო. ეს სასმელი ანტიოქსიდანტებსაც უხვად შეიცავს, ამიტომაც, როგორც მეცნიერები ამბობენ, დაბერებას აფერხებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

კაკაოს ნაყოფში შემავალი ბუნებრივი პოლიფენოლები ხელს უშლიან უჯრედებში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას, რითაც ორგანიზმს ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარებისაგან იცავენ.

კაკაოს რეგულარული სმა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, რადგან მასში შემავალი ანტიოქსიდანტი ფლავანოლი არეგულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევასა და წნევას.

კაკაო და შოკოლადი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ტვინის სისხლძარღვებში სისხლის დაბალი ნაკადი აღენიშნება.

პურინების შემცველობის გამო კაკაო რეკომენდებული არ არის პოდაგრითა და თირკმლის პათოლოგიებით დაავადებულთათვის.

შოკოლადის შეძენისას აუცილებლად გაეცანით წარწერას მის ეტიკეტზე და შეიძინეთ ის პროდუქტი, რომელსაც კაკაოს ცხიმი აქვს დამატებული - ზოგიერთი შოკოლადი სხვა, ნაკლებად ღირებული მცენარეული ცხიმებისგან მზადდება.

ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს კაკაოს ფხვნილისა და კაკაოს ცხიმის პროცენტული თანაფარდობა პროდუქტში. სხვა მცენარეულ ცხიმებს შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს. რაც შეეხება გახეხილ კაკაოს, მაღალი ხარისხის შოკოლადის შემადგენლობაში ის 60-70%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს

Exit mobile version