Vau.ge

მარტივი და იაფი სილამაზე : არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოსტნეული არა მარტო ვიტამინების წყაროა, არამედ სილამაზისაც

 მარტივი და იაფი სილამაზე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოსტნეული არა მარტო ვიტამინების წყაროა, არამედ სილამაზისაც.

გთავაზობთ კარტოფილის ნიღაბს:

დიდი კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. სანამ თბილია, გაფცქვენით, ჩანგლით დაჭყლიტეთ, შეურიეთ 2 ს.კ. რძე და 1 ჩ.კ გლიცერინი. მიღებული თბილი მასა დაიდეთ სახეზე და დაიფარეთ ხელსახოცი, რომ სითბო მეტხანს შენარჩუნდეს. ნიღბის მოქმედების დრო – 15–20 წთ.

შემდეგ სახეზე გადაივლეთ თბილი წყალი, დანამეთ სახე ცაცხვის ყვავილის ნაყენით და 30–40 წუთით წაისვით მკვებავი კრემი. ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია დამჭკნარი სახის კანისთვის.


არ დაივიწყოთ გამწვანებული კარტოფილის მავნე თვისებების შესახებ, მისი ხმარება არ შეიძლება არც საჭმელში და არც სამკურნალო მიზნით. აუცილებლად მოჭერით მწვანე ფენა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ასეთი კარტოფილის კარტოფილის გამოყენება.

შესანიშნავი კომბოსტოს  ნიღაბი :
რძეში მოხარშული კომბოსტოს ფოთლებისგან შესანიშნავი სანის და ყელის ნიღაბი გამოდის. მონარშეთ ფოთლები რძეში და შემდეგ თქვიფეთ იქამდე, სანამ პიურეს მსგავს მასას არ მიიღებთ. გაიჩერეთ სახეზე 10-15 წუთი.

ყაბაყის ეფექტური ნიღაბი : 

ყაბაყის გამოყენება მიზანშეწონილია მშრალი კანისთვის. დაჭერით ყაბაყი მრგვლად და ნაჭრები დაიდეთ სახეზე. ეს ხელს უშლის კანის დაბერებას და ნაოჭების წარმოქმნას.

სასწაულოქმედი კიტრი: 

კიტრი სანის კანს ცხიმოვანი ფენის აღდგენაში ეხმარება. შეურიეთ ერთი კიტრის ფაფა არაჟანს და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით.

გასაოცარი ნიღაბი პომიდორით: 

დაიდეთ დაბანილ სახეზე წვენგამოწურული ბრტყლად დაჭრილი პომიდორი, გაიჩერეთ 20-25 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ვიტმინებით სავსე სტაფილოს ნიღაბი: 

სტაფილო შეიცავს კაროტინს, რომელიც სახის კანს არაჩვეულებრივ ფერს სძენს. საკმარისია კანის დღეგამოშვებით გაწმენდა სტაფილოს წვენით, რომ სასიამოვნო ელფერი მიიღოს. თითქმის ასეთივე ეფექტი აქვს ჩაის ნაყენს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version