Vau.ge

როგორც იქნა გამოსავალი ვიპოვე: ჩემი თმა უკვე არის აბრეშუმისებრი, ბზინვარე და დატენიანებული 

როგორც იქნა გამოსავალი ვიპოვე: ჩემი თმა უკვე არის აბრეშუმისებრი, ბზინვარე და დატენიანებული 

ნიღბების ჩამოთავალი რომელსაც მე ვიყენებ თვის გაჯანსაღებისთვის. იაფია და მარტივი მოსამზადებელი სახლის პირობებში:

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები:
თუ ატყობთ, რომ თმა შეგითხელდათ და ვარცხნისას სავარცხელს არცთუ უმნიშვნელო ოდენობის ღერი მიჰყვება, სწორედ ის დროა, ჩვენ მიერ შერჩეული ნიღბების მომზადება-გამოყენებას შეუდგეთ:

1. ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და თითო კოვზი ატმისა და კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით სუფთა თმაზე და ორ საათს გაიჩერეთ. თუ ამ ნიღაბს სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, შედეგს აუცილებლად დაინახავთ – თმის ცვენა შეგიმცირდებათ და თქვენს ბუნებრივ სამკაულს ბრწყინვალება შეემატება.

2. ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 10-15 წუთს და თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.

3. ერთი პაკეტი (25 გრამი) უფერული ინა გააზავეთ იმდენ კეფირში, რომ არაჟანისებრი მასა მიიღოთ. ნარევი წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთს და კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი არამარტო გაამაგრებს თმის ძირებს და შეაჩერებს ცვენას, არამედ თმას არაჩვეულებრივ ბზინვარებას შესძენს.

4. 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ალოეს წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით ნოტიო თმაზე, თავი პოლიეთილენით შეიხვიეთ და პირსახოცით დაითბუნეთ. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნივრის მკვეთრი სუნი რომ გაიქროთ, თბილ წყალს მშრალი მდოგვი დაამატეთ.

 

Exit mobile version