Vau.ge

ამ რეცეპტებით თქვენ შეძლებთ დააჩქაროთ თმის ზრდა! დროში გამოცდილი საუკეთესო მეთოდები!

ამ რეცეპტებით თქვენ შეძლებთ დააჩქაროთ თმის ზრდა! დროში გამოცდილი საუკეთესო მეთოდები!

თმა ცოცხალი სუბსტანციაა რომელსაც თვითწარმოქმნის უნარი აქვს.თითეული თმა შედგება ძირისაგან და ღერძისაგან. ძირი ეს არის თმის ნაწილი, რომელიც ღრმად არის კანში მოთავსებული, ხოლო ღერი, თმის ნაწილი რმელსაც ვხედავთ კანის ზედაპირზე (რასაც ჩვენ საკუთრივ თმას ვუწოდებთ).

თმის ღერში განირჩევა სამი კონცენტრული შრე:

1. გარეთა შრე, კუტიკულა, ქერცლოვანი საფარველი შრე.
2. ქერქოვანი შრე ანუ კორტექსი.
3. მედულარული შრე - ცენტრალური ტვინოვანი ნივთიერება.

თმის ღერის ცენტრალური ნაწილი, რომელიც  არის ყველა სახის თმაში. მაგ: ღინღლებში, ტვინოვანი ნივთიერება შევსებულია ჰაერის ბუშტებით, სწორედ ამიტომ თმას გააჩნია გარკვეული თბილი გამტარობის უნარი. თმის ფიზიკური და ქიმიური შემადგენლობის ცვლილებაში მედულა არანაირ როლს არ თამაშობს.

თმის განვითარების ციკლი შედგება 3 სტადიისაგან: ერთეული თმის ცხოვრების ციკლი დაახლოებით 2-5 წლამდეა.ყოველი თმის ფოლიკული გენეტიკურად დაპროგრამებულია 25-27 თმის წარმოქმნაზე, თითოეულ თმას აქვს ცხოვრების „ინდივიდუალური გეგმა“. ამიტომაც სხვადასხვა თმები ერთსა და იმავე დროს არიან განვითარების ციკლის სხვადასხვა სტადიაში, კერძოდ:

85% - აქტიური ზრდის ფაზაში (ანაგენში)
1% - მოსვენების ფაზაში (კატაგენში)
14%- ცვენის ფაზა (ტელოგენში)

კვერცხის ნიღაბი

კვერცხს აქვს თზმის ზრდის ხელშეწყობის ეფექტი. იგი შეიცავს დიდი ოდენობით პროტეინს, ფოსფორს, იოდს, რკინას, გოგირდსა და თუთიას. მიქსტურის მოსამზადებლად პირველ რიგშუ უნდა განაცალკევოთ კვერცხის გული და მისი ცილა. შემდეგ ცილას უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი თაფლთან ერთად. მიღებული მასა წაისვით თავზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ დაიბანეთ თმა ცივი წყლით და დაიტენიანეთ შამპუნით. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ კვირაში ორჯერ.

ბანანის პასტის მომზადება

ბანანი ასევე იდეალურად უშლის თმის დაკარგვას ხელს. ის უნდა დაჭრათ კანიანად და გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული პასტა უნდა წაისვათ თავზე და თმები დაიფაროთ პლასტიკური ჩანთით. 20 წუთის შემდეგ პასტა ჩამოირეცხეთ და თმები დაივარცხნეთ.

ქოქოსის ზეთი

იცოდით რომ ქოქოსის რძე ძალიან ეფექტური საშუალებაა თმის გასაზრდელად? თქვენ უბრალოდ უნდა აურიოთ ახალი ქოქოსი ნახევარი ლიმონის წვენში და დაუმატოთ ნარევს ლავანდის ზეთის რამდენიმე წვეთი. მიღებული მიქსტურა უნდა წაისვათ თავის კანზე, მოიცადოთ 1 საათიდან 5 საათამდე და შემდეგ ჩამოიბანოთ.

 

Exit mobile version