Vau.ge

6 საუკეთესო გზა ყელისა და დეკოლტეს მიდამოში ნაოჭების მოსაშორებლად!

6 საუკეთესო გზა ყელისა და დეკოლტეს მიდამოში ნაოჭების მოსაშორებლად!

ყელის და დეკოლტეს კანი ძალიან თხელია და სხვადასხვა ფაქტორების უარყოფითი გავლენის მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა: ცუდი ეკოლოგია, არასწორი ცხოვრების წესი და კანის მოვლა. ეს ყველაფერი ე.წ. „ვენერას რგოლის“ გაჩენას იწვევს, რაც ყელზე განივი ნაოჭების ნაკეცებს ქმნის. მსგავსი ნაოჭები არა მხოლოდ ასაკოვან ქალს, არამედ ახალგაზრდა გოგოსაც შეიძლება ჰქონდეს.

ასაკის მატებასთან ერთად ყველაზე მეტად ნაოჭდება ყელის კანი, რადგან ის იწყებს ელასტიურობის დაკარგვას. ჩვენ გასწავლით 6 შესანიშნავ ბუნებრივ ხრიკს, რომ თქვენი ყელი ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.

1. ვიტამინი C

ვიტამინი C არის არაჩვეულებრივი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, მისი მიღება შეგვიძლია გარკვეული საკვებიდან, ციტრუსები შეიცავს ამ ვიტამინის დიდ რაოდენობას. მაგრამ ანალოგიურად, მისი მიღება საკვები დანამატების საშუალებით შეგვიძლია.

2. მზის ზემოქმედების თავიდან აცილება

უმეტესობამ იცის, რომ მზის სხივები მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით შეუძლია გავლენა მოახდინოს ყელის არეზე. ძალზე მნიშვნელოვანია კანის დაცვა მზისგან დამცავი საშუალებებით, რომელიც არის მინიმუმ SPF 30, რომელიც შეიცავს ტიტანს და თუთიას, რადგან ისინი დაგვეხმარებიან UVA და UVB სხივებისგან დაცვაში.

3. სავარჯიშოები

თუ თქვენ მათ შორის ხართ, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, ხელს შეუწყობთ ყელის კანის გამკვრივებას.

4. კოლაგენი

კოლაგენი პასუხისმგებელია თქვენი კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის უზრუნველსაყოფად, გარდა ამისა, იგი მუდმივად განაახლებს კანის უჯრედებს. სასურველია მიიღოთ კოლაგენის დანამატები, რომლებიც მაღალი ხარისხისაა.

5. მიირთვით ცხიმოვანი მჟავები ძილის წინ

ეს ცხიმოვანი მჟავები გვხვდება ომეგა -3 და ომეგა -6-ში, რაც დიდ სარგებელს მოგვიტანს ჩვენი კანის მდგომარობისთვის, რადგან ისინი გვეხმარებიან კოლაგენის გამომუშავებაში ჩვენი უჯრედების აღდგენის გზით. არსებობს საკვები, რომელიც შეიცავს ამ ცხიმოვან მჟავებს, როგორიცაა სარდინი, ორაგული, ისპანახი, სელის თესლი, გოგრის თესლი, ავოკადო და ა.შ.

6. სელის ნიღაბი

ყოველ დილით მოამზადეთ ნიღაბი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველ საღამოს გაიკეთებთ. 1 ჩაის კოვზ სელის თესლს დაასხით 1/3 ჭიქა ადუღებული წყალი და ცოტა ხანს ანჯღრიეთ. შემდეგ დააფარეთ ჭურჭელს ქაღალდის ხელსახოცი და გააჩერეთ საღამომდე. საღამოს, გასუფთავებულ ყელზე წაისვით ნიღაბი ბამბის ტამპონით: ჯერ პირველი, თხელი ფენა, ხოლო როცა გაშრება, კიდევ ერთი ფენა. ასე გაიმეორეთ 5-ჯერ.

Exit mobile version