Vau.ge

ამ ნატურალური და იაფიანი ნიღბის დახმარებით შეძლებთ შავი წერტილების მოშორებას და კანის გასუფთავებას!

ამ ნატურალური და იაფიანი ნიღბის დახმარებით შეძლებთ შავი წერტილების მოშორებას და კანის გასუფთავებას!

შავი წერტილები კომედონის ტიპია და კანის ზედაპირზე კარგად ჩანს, აქვს მუქი შეფერილობის თავი. ზოგიერთი ფაქტორის გამო შავი წერტილების ჩამოყალიბების რისკი იზრდება.

ასაკი და ჰორმონული ცვლილებები მთავარი ხელშემწყობია. აკნეს სხვა სიმპტომების მსგავსად შავი წერტილები ხშირია გარდატეხის პერიოდში, თუმცა შესაძლოა გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში.

გარდატეხის ასაკის შემდეგ მენსტრუაციასთან, ორსულობასთან და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებასთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებების ფონზე ქალებში ხშირად ჩნდება შავი წერტილები. შავი წერტილების გაჩენა დაკავშირებულია კანის უჯრედების ჭარბი დოზით გამომუშავებასთან.

სხვა ფაქტორებია:

საზოგადოებაში პოპულარულია მოსაზრება თითქოს შავი წერტილები ცუდი ჰიგიენის შედეგია - დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები აცხადებენ, რომ ეს მცდარი შეხედულებაა და რეალობასთან კავშირი არ აქვს. უფრო მეტიც სკრაბით თუ სხვა კოსმეტიკური საშუალებებით (გადაჭარბებული სიხშირით და არასწორი მეთოდებით) შავი წერტილების მოცილების ნაცვლად სახის კანის მდგომარეობა უფრო უარესდება.

შავი წერტილები -ბევრი ქალის პრობლემაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისგან თავის დაღწევა შესაძლებელია. ამ ნატურალური ნიღბის დახმარებით შეძლებთ შავი წერტილების მოშორებას და კანის გასუფთავებას!

ინსტრუქცია:

აიღეთ რძე და ჟელატინი (კარგი ხარისხის), კონტეინერში აურიეთ 1 ს/კ ჟელატინი და 2 ჭ რძე. მოიშორეთ მაკიაში და გაისუფთავეთ სახე. ნიღბის გამოყენებამდე ეს აუცილებელია!კონტეინერი მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით.

სახეზე უნდა წაისვათ თბილი მასა, რათა კანი გახდეს რბილი. წაისვით სახის კანზე ნიღაბი ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ შეიზილოთ მთელს სახეზე, ან მხოლოდ პრობლემურ უბნებზე. გააკეთეთ ეს სწრაფად. გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ მოიშორეთ ის კანიდან: ნაზად მოიძეთ სახიდან . თავად გაოცდებით თუ რამდენ ჭუჭყს ამოგიღებთ ეს ნიღაბი.

ეფექტური შედეგის მისაღებად სასურველია ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ. ასე თქვენი ფორები განთავისუფლდება ჭუჭყისგან და შავი წერტილებისგან. გარდა ამისა, ეს ნიღაბი ეფექტურია აკნეს და გამონაყარის წინააღმდეგაც.

Exit mobile version