Vau.ge

გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას შეღებილი თმისთვის, მოამზადეთ თმის ნიღაბი სახლში და მიიღეთ საუკეთესო შედეგი ზედმეტი დანახარჯების გარეშე!

გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას შეღებილი თმისთვის, მოამზადეთ თმის ნიღაბი სახლში და მიიღეთ საუკეთესო შედეგი ზედმეტი დანახარჯების გარეშე!

თმა ცოცხალი სუბსტანციაა რომელსაც თვითწარმოქმნის უნარი აქვს.თითეული თმა შედგება ძირისაგან და ღერძისაგან. ძირი ეს არის თმის ნაწილი, რომელიც ღრმად არის კანში მოთავსებული, ხოლო ღერი, თმის ნაწილი რმელსაც ვხედავთ კანის ზედაპირზე (რასაც ჩვენ საკუთრივ თმას ვუწოდებთ).
თმის ღერში განირჩევა სამი კონცენტრული შრე:
1. გარეთა შრე, კუტიკულა, ქერცლოვანი საფარველი შრე.
2. ქერქოვანი შრე ანუ კორტექსი.
3. მედულარული შრე - ცენტრალური ტვინოვანი ნივთიერება.

თმის შემცველობა იცვლება თმის სხვადასხვა დაავადებების დროს. ფიზიკური ან ქიმიური ზემოქმედების შედეგად. მაგ: ხშირმა შეღებვამ, ქიმიურმა დახვევამ, თმის მოვლის საშუალებების არასწორმა შერჩევამ, თმას შეიძლება დააკარგვინოს ტენიანობის დიდი პროცენტი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შეირჩეს თმის მოვლის ხარისხიანი სისტემები, რათა თმამ აღიდგინოს ტენიანობის ნორმალური დონე.

უამრავი ქალი იყენებს სხვადასხვა ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს , რათა იდეალური თმა ჰქონდეთ. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას შეღებილი თმისთვის, მოამზადეთ თმის ნიღაბი სახლში და მიიღეთ საუკეთესო შედეგი ზედმეტი დანახარჯების გარეშე!

ასპირინის გამოყენება თმისთვის

– 5 აბი ასპირინი
– 120 მგ ანადუღარი თბილი წყალი
– 1 ს/კ თაფლი
– 1 ს/კ ზეითუნის ზეთი

მომზადება:

აურიეთ ყველა ინგრედიენტი, კარგად გახსენით თაფლი. შეიზილეთ ნიღაბი თავის კანზე და ბოლოებში, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი შემატებს თქვენს თმას მოცულობას და გაგიუმჯობესებთ ფერის მდგრადობას.

ასპირინს იყენებენ ქერტლათ საბრძოლველადაც. აიღეთ 2 აბი ასპირინი და კარგად დააქუცმაცეთ, შემდეგ დაუმატეთ შამპუნი (ის რაოდენობა რასაც ერთ ჯერზე იყენებთ) შეიზილეთ თმაზე 10 წუთით და ჩამოიბანეთ. შედეგის ეფექტურობაში თავად დარწმუნდებით!

რჩევები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი დამღუპველი შეცდომაა თმაზე საღებავის დატოვება მითითებულ დროზე მეტხანს. ეს შედეგს არ გააუმჯობესებს, თმას კი გააფუჭებს. შეღებვის წინ თავი არ უნდა დაიბანოთ, თუ, რა თქმა უნდა, თმის ღერები ლაქით ერთმანეთთან არ არის შეწებებული ან ვარცხნილობის დასაყენებლად რაიმე სხვა საშუალება არ გამოგიყენებიათ. თუ თმის დაბანა მაინც მოგიწიათ, ნუ გადაივლებთ კონდიციონერს. ბალზამი შეგიძლიათ შეღებვის შემდეგ გამოიყენოთ. იმისთვის, რომ სრულ ჰარმონიას მიაღწიოს, ზოგიერთი დარჩენილი საღებავით წარბებსა და წამწამებს იღებავს. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! თმის საღებავი განკუთვნილია მხოლოდ თმისთვის!

Exit mobile version