Vau.ge

ყველაზე ეფექტური და მარტივად ხელმისაწვდომი ნიღაბი, რომლებიც წლების განმავლობაში არ კარგავს პოპულარობას!

ყველაზე ეფექტური და მარტივად ხელმისაწვდომი ნიღაბი, რომლებიც წლების განმავლობაში არ კარგავს პოპულარობას!

სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ,  უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.  თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:

  1. გაწმენდა -  შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
  2. შრატი - შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.
  3. დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
  4. მზისგან დაცვა - მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 (Sun Protection Factor) სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.

როგორ გავიგოთ კანის ტიპი სახლის პირობებში?

დერმატოლოგთან ან კოსმეტოლოგთან ვიზიტის გარეშე სახის კანის ტიპის დადგენა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა, სახის დაბანიდან 30 წუთის შემდეგ კანზე დავიფინოთ სუფთა ხელსახოცი და თითის ბალიშებით ნაზი მასაჟები გავიკეთოთ შუბლზე, ცხვირზე, ლოყებსა და ნიკაპზე.

5-10 წუთის შემდეგ ხელსახოცს გავხედოთ სინათლეზე. იმ შემთხვევაში თუ -ხელსახოცის მდგომარეობა არ შეიცვალა მანიშნებელია, რომ მშრალი კანის პატრონი ხართ. თუ ხელსახოცი დასველდა და ფორმა შეიცვალა - თქვენი სახის კანი ცხიმიანია. ხელსახოცის სხვადასხვა ადგილი შუბლის, ცხვირის, ლოყების მიდამოს შესაბამისად შეიფერა, ლაქები გაჩნდა - კომბინირებულ ტიპზე მეტყველებს. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ყავის ნიღაბზე, რომლის მომზადებასაც არასდროს ინანებთ.

დაგჭირდებათ:

მომზადების წესი:

გაიწმინდეთ სახე ცხელ წყალში დასველებული პირსახოცით ფორების გასახსნელად. Ნიღაბი თანაბრად წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაწყალი სახეზე და შეიზილეთ სკრაბი. ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.

Exit mobile version