6 ბუნებრივი ზეთი დაზიანებული თმის აღსადგენად - საუკეთესო მეთოდი!
არ არის აუცილებელი ძვირადღირებული პროდუქტებისა და თმის აღდგენის საშუალებების შეძენა. აქ არის ექვსი ბუნებრივი ზეთი, რომელიც იძლევა ზუსტად იგივე ეფექტს!
ავოკადოს ზეთი
ავოკადოს ზეთი მდიდარია ნუტრიენტებით, არსებითი ცხიმოვანი მჟავებით და ამინომჟავებით, ასევე A, B, D და E ვიტამინებით. ეს ხელს უწყობს თმის გაძლიერებას და მის ბუნებრივ ბზინვარებას. ავოკადოს ზეთი ასევე შესანიშნავია დამატენიანებელი პროცედურებისთვის.
აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთი ძირითადად ხელს უწყობს თმის ზრდას. მაგრამ გარდა ამისა, ის ხელს უშლის მტვრევას და ხელს უწყობს დატენიანებას,ეფექტურია გაყოფილი ბოლოების წინააღმდეგ. შედეგად, აბუსალათინის ზეთის რეგულარული გამოყენება თმის ძირებსა და თავის კანზე დაგეხმარებათ სიმშრალის მოცილებაში.
ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ხშირად გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რადგან ის შესანიშნავი დამატენიანებელია. იგი თმას ანიჭებსბზინვარებას, ამაგრებს ძირებს, რადგან ძალიან ეფექტურად კვებავს თმას, აქრობს ქერტლს და შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს. მუდმივი გამოყენების შემთხვევაში მას შეუძლია გააჯანსაღოს თმა ბუნებრივი პეროქსიდის შემცველობის გამო.
როზმარინის ზეთი
როზმარინის ზეთი არის შესანიშნავი ფოლიკულის სტიმულატორი, შესაბამისად, აჩქარებს თმის ზრდას, ხელს უშლის თმის ცვენას და, უპირველეს ყოვლისა, ანელებს ჭაღარა თმის გაჩენას.
ნუშის ზეთი
ნუშის ზეთი ქმნის დამცავ ფენას თმის ღერებზე, არბილებს და ხელს უშლის თმის ცვენას. უშუალოდ სკალპზე წასმისას ეს ზეთი ხსნის ქავილს და ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სიმელოტის თავიდან ასაცილებლად.
ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ზეთთაგან, რომელიც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სასარგებლოა. იგი კვებავს თქვენს თმას ძირებიდან ბოლოებამდე, აძლიერებს და რადგენს.
შიის კარაქი
მართალია, ეს არ არის ზეთი, მაგრამ ეს პროდუქტი შესანიშნავი გამოსავალია თმის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით თუ ის მშრალია. შიის კარაქი ანიჭებს თმას სიცოცხლის უნარიანობას და გარდაქმნის მას. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ხვეული თმისთვის, რომელიც ბუნებრივად უფრო მშრალია ვიდრე სხვა ტიპის თმა. რომელი ბუნებრივი ზეთების გამოყენებას ანიჭებთ უპირატესობას დაზიანებული თმისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი რჩევები კომენტარებში!