Vau.ge

გთავაზობთ გაეცნოთ ნაოჭების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ მეთოდებს. მათი რეგულარული გამოყენების შემდეგ, თქვენ რამდენიმე წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით…

გთავაზობთ გაეცნოთ ნაოჭების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ მეთოდებს. მათი რეგულარული გამოყენების შემდეგ, თქვენ რამდენიმე წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით...

თანამედროვე ქალები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც გამოცდილია წინა თაობის ლამაზმანების მიერ. ვერავინ შეაჩერებს დაბერების პროცესს, მაგრამ დარწმუნდებით, რომ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები არც ისე შესამჩნევია. ამ პროდუქტებს შეუძლიათ ღრმა ნაოჭების მოცილებაც კი. ამ პროდუქტების უმეტესობის დამზადება ძალიან მარტივია სახლში და ისინი ყველა ბუნებრივია!

გთავაზობთ გაეცნოთ ნაოჭების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ მეთოდებს. მათი რეგულარული გამოყენების შემდეგ, თქვენ რამდენიმე წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით.

ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები:

ნიღაბი თვალების გარშემო ნაოჭებისათვის - პურის ნიღაბი ძალიან ეფექტურია ღრმა ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში. პური დაასველეთ ზეითუნის ზეთით და წაისვით თვალების ქვეშ. 35-40 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი უნდა დაიტანოთ კვირაში ორჯერ.

ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი - 2 ჩაის კოვზ კალენდულას ჩაის დაუმატეთ გვირილა, რომელიც აფთიაქში იყიდება და წამოადუღეთ 100 მლ წყალში. როცა შეგრილდება დაუმატთთ ზეითუნის ზეთი. დაასველეთ ბამბის დისკი და დაიუშავეთ თვალის ქვედა ნაწილები. ყოველ საღამოს წაისვით დაძინებამდე. შეინახეთ მაცივარში მხოლოდ 4დღე.

ნაოჭების საწინააღმდეგო შუბლის ნიღაბი - ბევრი კოსმეტოლოგი გვირჩევს საფუარის ნიღბებს. საფუარი შეიცავს B ვიტამინს, რომელიც შესანიშნავად ატონიზირებს კანს და ასწორებს ნაოჭებს. საფუარი ჩანგლით დაჭყლიტეთ და დაამატეთ მას ცოტა რძე. წაისვით ნიღაბი კვირაში სამჯერ, ნახევარი საათის განმავლობაში.

შესანიშნავი დაბერების საწინააღმდეგო სახის ნიღაბი - შეურიეთ ერთი კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და იგივე რაოდენობის აბუსალათინის ზეთი. სუფთა პირსახოცის ნაჭერი დაასველეთ და დაიმუშავეთ შუბლის მიდამო. 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ თბილი წყალით.

ბუნებრივი სახის ზეთები - აიღეთ თითო სუფრის კოვზი ხორბლის, ავოკადოს და ნუშის ზეთი. აურიეთ და დაამატეთ ორი წვეთი ატმის ზეთი და სამი წვეთი სეზამის ზეთი. ნაოჭების ადგილები დაიმუშავეთ ამ ნარევით დღეში ორჯერ.

ეს ნიღბები და კრემები დაგეხმარებათ ღრმა ნაოჭების მოშორებაში. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, დალიეთ მეტი სუფთა წყალი, დიდხანს ნუ გაირუჯებით და შეეცადეთ ნაკლებად ინერვიულოთ.

Exit mobile version