Vau.ge

ამ გოგოს ცოტაოდენი ხრიკი დასჭირდა, რომ იდეალური სახის კანი მიეღო რამდენიმე დღეში!

ამ გოგოს ცოტაოდენი ხრიკი დასჭირდა, რომ იდეალური სახის კანი მიეღო რამდენიმე დღეში!

ჩემს ქალიშვილს ბავშვობიდან ჰქონდა სახის კანთან დაკავშირებული პრობლემ
რომლებიც გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით გაუმწვავდა.

ყველას გვეგონა, ეს ას ჩაივლის და ყველაფერი თავისთავად მოგვარდებაო, მაგრამ წლები გადიოდა, კანი და არ უცხრებოდა. თავად ამას, რა თქმა უნდა, ძლიერ განიცდიდა.

ერთხანს მეგობრების რჩევით მარწყვის ნიღბებს იკეთებდა — ამ კენკრას ხომ კარგი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მცირე უკეთესობა ნამდვილად დაეტყო, მაგრამ დროთა განმავლობაში კანი ისევ იცვლიდა შესახედაობას.

ბოლოს დავადგინეთ - კანის გარეგანი გაწმენდა ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ყოფილა, როდესაც შინაგან გამღიზიანებელს მოაშორებთ, ამისთვის კი ხალხური საშუალების გამოყენება გვირჩიეს.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით გვირილა, ოროვანდი, არყის ხის ფოთლები და მინდვრის შვიტა, აურიეთ ერთმანეთში. ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 2-3 საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

ამავე ნაკრებისგან უნდა მოამზადოთ სახის კრემიც: ერთი ჩაის კოვზი ნარევი კარგად დაფხვენით და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და წაისვით კანზე დილით, თბილი წყლით პირის დაბანის შემდეგ.

როგორც ნაყენი, ისე კრემი განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს. ცხიმიანს — ნაკლებად.

ჩემი ქალიშვილი ასე რამდენიმე თვე მკურნალობდა და გასაოცარი შედეგი მიიღო — კანი ისეთი გლუვი და პრიალა გაუხდა, დეფექტის ნაკვალევიც კი აღარსად დარჩა.

გაუხეშებული კანის დასარბილებლად ნახევარ ლიტრ წყალში მოხარშეთ 2-3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, მერე კარტოფილი ამოიღეთ და ნახარში 30 გრადუსამდე გააგრილეთ, ჩაყავით შიგ ხელები, გააჩერეთ 20 წუთი, მერე სუფთა წყალი გადაივლეთ და ხელის კრემი წაისვით.

შეგიძლიათ, კარტოფილის ნახარშის ნაცვლად კარტოფილის ნიღაბი სცადოთ:

უნდა მოამზადოთ კარტოფილის სქელი პიურე და სქლად დაიდოთ ხელებზე, ზემოდან ცელოფანი დაიფაროთ, მერე კი სქელი შალი შემოიხვიოთ. 20-30 წუთის შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ და კრემი წაისვით.

Exit mobile version