Vau.ge

უკეთესია ვიდრე ბოტოქსი: ნიღაბი, რომელიც უმოკლეს დროში აქრობს ნოჭებს.

უკეთესია ვიდრე ბოტოქსი: ნიღაბი, რომელიც უმოკლეს დროში აქრობს ნოჭებს.

ნაოჭები ასაკის მატების ბუნებრივი ნაწილია. ნაოჭი ხშირად ჩნდება მზისგან დაუცველ არეზე, მაგალითად, სახეზე, კისერზე, ხელებსა და წინამხრებზე.რასაკვირველია, გენეტიკა განაპირობებს კანის სტრუქტურასა და ხარისხს, თუმცა მზის სხივები ნაოჭების  მთავარი გამომწვევი მიზეზია. საყურადღებოა ისეთი ფაქტორებიც როგორიცაა თამბაქო და დაბინძურებული გარემო.

გამომწვევი მიზეზი

ნაოჭები ვითარდება რიგი ფაქტორების კომბინაციის შედეგად - ზოგიერთი ფაქტორის მართვა შესაძლებელია და ზოგიერთი ბუნებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, განვიხილოთ დეტალურად.

მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად კანი ნაკლებად ელასტიკური და მეტად მყიფე ხდება. ბუნებრივი ცხიმის გამომუშავების პროცესის დაქვეითების გამო კანი გამომშრალია და ნაოჭებიც ჩნდება.

ნაადრევი ნაოჭების მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივებაა და ის, რომ მზისგან თავს არ იცავთ. ულტრაიისფერი გამოსხივება ანადგურებს კანის შემაერთებელ ქსოვილს, კოლაგენსა და ელასტინს. შემაერთებელი ქსოვილის გარეშე კანი კარგავს ძალას და ელასტიკურობას.

თამბაქო აჩქარებს კანის ნორმალური დაბერების პროცესს და იწვევს ნაოჭებს. თამბაქო უარყოფითად აისახება კოლაგენზე. გასათვალისწინებელია სახის გამომეტყველება და მიმიკებიც.

პრევენცია

რეკომენდებულია:

კაკაოს ნიღაბი  არის ერთ–ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მკურნალობა მთელს მსოფლიოში და შეუძლია თქვენი კანი უფრო ჯანმრთელი გახადოს.

კაკაო დატვირთულია ანტიოქსიდანტებით, რის გამოც ამ ნიღაბს შეუძლია შეამციროს კანის ნაადრევი დაბერება და შეინარჩუნოს სიმკვრივე.

ნედლი კაკაო შეიცავს 320-ზე მეტ სხვადასხვა ანტიოქსიდანტს (ეს არის ერთადერთი ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს).

ეს ანტიოქსიდანტები ძალიან ეფექტურია ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ და გიცავთ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისგან.

ამ ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ კაკაოს ფხვნილი, დარიჩინი და თაფლი.

კაკაო მთავარი ინგრედიენტია, რადგან ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს კოლაგენს.

თაფლი ინარჩუნებს კანს დატენიანებულს, ხდის კანს ელასტიურს და რბილს.

დარიჩინს მრავალი სარგებელი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისა და კანისთვის. დარიჩინის ეთერზეთი ბუნებრივი მატონიზირებელია და ძალიან სასარგებლოა ჩვენი კანისთვის.

საჭირო ინგრედიენტები:

მომზადების წესი:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად აურიეთ. წაისვით ნარევი  სახეზე და გააჩერეთ 25 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, ეს ნიღაბი უნდა გამოიყენოთ კვირაში ორჯერ მაინც.

Exit mobile version