როგორ გამოვიყენოთ ალოე ვერა თავის მოვლის დროს? ეს რჩევები ყველა მანდილოსანს გამოადგება...
ალოე ვერა განსაკუთრებული და გამორჩეული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მეცნიერთა მიერ გამოკვლეული და შესწავლილია ალოეს შემადგენლობაში შემავალი 20-მდე მნიშვნელოვანი და ღირებული კომპონენტი. მათ შორისაა ე.წ. სტიმულატორები, რომლებიც სხეულის უჯრედებს ფუნქციონირებას აიძულებს.
ალოე ვერა ამარაგებს კანს ჟანგბადით და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. მცენარეს სადეზინფექციო ფუნქციაც აქვს. იგი არის ანტიბიოტიკური, ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანტისოკოვანი და ანტივირუსული საშუალება.
ალოე უნიკლური საშუალებაა მაკიაჟის მოსაცილებლად. იმისათვის რომ მოამზადოთ ალოეს ნიღაბი საჭიროა : 1 ცალი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი. გადაურიეთ ეს ინგრიესიენტები და ფუნჯის დახმარებით წაივით სახესა დაკისერზე რამოდიმე ფენა. 20წუთის შწმდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კიდევ ერთი სასარგებლო ვიტამინის სახის ნიღაბი ალოეს ექსტრაქტით ხელს შეუწყობს კანის დაბერების ეფექტის დამარცხებას, გააუმჯობესებს მის ტონუსს და შეებრძოლება ცხიმიან კანს და ფართო ფორებს.
გაგაცნობთ მომზადების წესს:
- 1 ჩ/კ თაფლი
- 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი
- 1 ც კვერცხი გული
- 1/2 ჩ/კ ალოეს წვენი
- 1/2 ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი.
აურიეთ ეს ყველაფერი და დაუმატეთ წიწიბურის ფქვილი, ურიეთ სანამ არ გახდება წებოვანი მასა. გაიჩერეთ სახეზე 20წუთი დაჩამოიბანეთ.
კოსმეტიკური თიხა და ალოე ვერას წვენი ასევე დიდი მეგობრები არიან, ხელს უწყობენ შესანიშნავი და ჯანმრთელი კანის მიღებას.
ამ ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა
- 1/2 ჩ/კ ალოეს წვენი.
- ვარდის წვენი რამოდენიმე წვეთი.
კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ.
გთავაზობთ ასევე ალოე ვერას სკრაბს, რომელიც ისეთივე უნიკალურია, როგორც ალოეს ნიღბები. იდეალური სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ჩ/კ შვრიის ფქვილი, ერთი ჩაის კოვზი ალოეს წვენი. გადაურიეთ, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ და შედეგი გექნებათ საოცარი. თუ თქვენ ზემოთ მოცემულ საშუალებებს სისტემატურად გამოიყენებთ განმაცვიფრებელ სახის კანს მიიღებთ. სცადეთ და არ ინანებთ!