Vau.ge

აი რატომ უნდა დაასველოთ თხილი მოხმარებამდე. ის, რაც აქამდე არ იცოდით

აი რატომ უნდა დაასველოთ თხილი მოხმარებამდე. ის, რაც აქამდე არ იცოდით

ცოტამ თუ იცის, რომ მშრალი თხილი შეიცავს ფერმენტების ინჰიბიტორებს-სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც ანელებს გადამუშავების პროცესს. ყველა აქტიური ნივთიერება ,,იღვიძებს“ თხილის სველ გარემოში მოთავსებისას. ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და გაითვალისწინეთ!

თხილის სასარგებლო თვისებები

ყველა სახეობის თხილს გააჩნია რიგი სასარგებლო თვისებები ორგანიზმისთვის: ის აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს გულის გამძლეობას და გამოდევნის ქოლესტერინს. თუმცა, თხილის მოხმარებისას სიფრთხილის ნორმები უნდა დაიცვათ, ნებისმიერი სასარგებლო პროდუქტის დიდი რაოდნეობით მიღება ორგანიზმისთის მომწამვლელი შხამივით არის. იდეალური დღიური დოზა- ერთი მუჭა თხილია.

ყველა თხილი განსაკუთრებულია (თხილისებრთა ოჯახის წამრომადგენლები), აუცილებელია იცოდეთ ისიც, თუ რამდენი ხანი უნდა ჩაალბოთ სითხეში მოხმარებამდე.

სასარგებლო ცხიმის, ომეგა 3-ის მთავარ წყაროს წარმოადგენს თევზეული და ნებისმიერი სახის თხილეული, მცენარეული ზეთი. თხილეულის ყველა სახეობა სასარგებლოა თავის ტვინის მუშაობისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ომეგა 3-ის შემცველობის გამო თხილეულს ორგანიზმიდან გამოჰყავს ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინი. ყველა სახის თხილი ასევე შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების დიდ რაოდენობას.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც ყველა სხვა სასარგებლო პროდუქტის, თხილეულის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ის ხდება საზიანო ჯანრმთელობისათვის. სასარგებლო თვისებებთან ერთად თხილეული მიეკუთვნება პროდუქტ-ალერგენს. ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით და მივირთვათ ზომიერად – იდეალური ნორმა არის ერთი მუჭა დღის განმავლობაში.

უმჯობესია, ნებისმიერი სახის თხილი უმად მიირთვათ, რამდენადაც თერმული დამუშავების შედეგად, ისინი სასარგებლო თვისებების დიდ ნაწილს კარგავს. ეს ეხება წაბლსაც, თუმცა, მათი მოხმარება უმად, ცოტა არ იყოს, რთულია. შეინახეთ თხილი ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში ამავე მიზეზით.

Exit mobile version