Vau.ge

Შეურიეთ პური და რძე კანის ღრმა წმენდისა და  დატენიანებისთვის

Შეურიეთ პური და რძე კანის ღრმა წმენდისა და  დატენიანებისთვის

ვენს კანს სჭირდება საკმარისი ცხიმი და ტენი, რომ სწორად იფუნქციონიროს, როგორც დამცავმა ბარიერმა. ყველას კანს განსხვავებული მოთხოვნა აქვს. იმის გამო, რომ სახის ყოველდღიურმა წმენდამ შეიძლება დააზიანოს ჩვენი კანის დამცავი ბარიერი, ამ ფუნქციის ხელისშემწყობად გვჭირდება დამატენიანებელი.

სახისგან მაკიაჟისა და ჭუჭყის მოცილება უნდა იყოს თქვენი ყოველდღიური კანის მოვლის რიტუალის რეგულარული ნაწილი. ამასთან, ყოველდღიური წმენდა ასევე აცილებს კანის დამცავი ჰიდროლიპიდური აპკის ნაწილს. ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერის მხარდაჭერა წმენდის შემდეგ. სახის დაბანისას ან გაწმენდისას აუცილებლად გამოიყენეთ რბილი გამწმენდი საშუალება.

დიდი ხანია, პურს იყენებენ, როგორც საკმარისი ენერგიის წყაროს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში ბევრი აქტივობის გაკეთება სჭირდებათ.

რძე კი არის მკვებავი სასმელი, რომელიც შესანიშნავია ადამიანების ჯანმრთელობისთვის. მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე, რომ ეს ორი რამ შეიძლება გაერთიანდეს თქვენი სახის კანის გასამკვრივებლად და გასაუმჯობესებლად?

თუ თქვენი პასუხი არის დიახ, მაშინ გილოცავთ, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი იდეა თქვენი კანის გარდაქმნისთვის.

Როგორც პურს, ასევე რძეს შეუძლია უზრუნველყოს თქვენი კანი საკმარისი ტენიანობით, დაგეხმარებათ კარგად გაუმკლავდეთ სიმშრალეს და მიიღოთ რბილი, ელასტიური  კანი მოკლე დროში.

ამ შესანიშნავი, ჯანსაღი  ინგრედიენტების გამოყენებით ნატურალური  ცხიმი გაზრდის კანის სტრუქტურას, ამიტომ სრულიად კმაყოფილი დარჩებით ნაზი და რბილი კანით.

თქვენ გჭირდებათ ამ სახის ნიღბის მოსამზადებლად  ერთი ნაჭერი პური და 2-3 ჩაის კოვზი ახალი რძე.

ჯერ ამ რაოდენობის რძე ჩაასხით პატარა თასში დაშემდეგ  ჩადეთ პურის ნაჭერი ისე, რომ რძე შეიწოვოს.

გამოიყენეთ თქვენი თითის წვერი პასტის შესაქმნელად

შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები და წაისვით ეს პასტა თანაბრად სახეზე და გაიჩერეთ 5 წუთი.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურს, თქვენ უნდა გამოიყენოთ მშრალი თითები, რათა ნაზად იმოძრაოთ თქვენს სახეზე, ასე შეძლებთ კვდარი უჯრედების მოცილების სახის კანიდან.

როდესაც მორჩებით ამ პროცედურად გამოიყენეთ გრილი წყალი სახის დასაბანად და წაისვით მკვებავი.

ახლა თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ თქვენი კანის სირბილე, სიპრიალე და ელასტიურობა. სცადეთ და მთელი ცხოვრება მადლიერი იქნებით ამ რეცეპტის გამო.

Exit mobile version