Vau.ge

მას შემდეგ რაც ამ ნახარშის მომაზდება სისტემატურად დავიწყე თმის ცვენა საბოლოოდ შემიწყდა და უფრო გამისქელდა..

მას შემდეგ რაც ამ ნახარშის მომაზდება სისტემატურად დავიწყე თმის ცვენა საბოლოოდ შემიწყდა და უფრო გამისქელდა..

ქალებსაც სცვივათ თმა - იშვიათად, მაგრამ მაინც. ეს უსიამოვნება მეც შემემთხვა. რა
არ ვიღონე — არაფერმა მიშველა. ბოლოს, ჩემდა ბედად, გავიცანი ერთი არაჩვეულებრივი ექიმი, რომელმაც ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა და მომარჩინა.

სხვა საშუალებებთან ერთად ის ხალხურ რეცეპტებსაც მირჩევდა. აღმოჩნდა, რომ არსებობს თმის ზრდის გამაუმჯობესებელი ბევრი მცენარეული საშუალება.

მინდა, რამდენიმე მათგანის რეცეპტითქვენც გაგაცნოთ.

ოროვანდის ნიღაბი

75 გ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვს დაასხით 200გ ზეითუნის ან მზეზუმზირას ზეთი და ერთი დღე-ღამით დადგით სიბნელეში. შემდეგ 15 წუთი ადუღეთ
ნელ ცეცხლზე და გაფილტრეთ.

მიღებული მალამო 1,5-2 თვის განმავლობაში ყოველდღე შეიზილეთ გამელოტების კერებში.

ჭინჭრის სავლები:

100 გ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 0,3 ლ წყალში გახსნილი 0,5ლ 6%-იანი ძმარი. გააჩერეთ 4 საათს. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე დაიბანეთ თავი
ამ ნაზავით.

 

ფარსმანდუკის ნიღაბი:

2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი დააყენეთ 0,5 ლ წყალზე (ისე, როგორც ჩაის ვაყენებთ) და ყოველდღე შეიზილეთ თმაში.

გამელოტების კერებზე შეგიძლიათ დაიდოთ ნიღაბი: აიღეთ ახალგახეხილი ფარსმანდუკის ფოთლები და ყვავილები, იმავე ოდენობის ზეითუნის ზეთი და ერთმანეთში აურიეთ.

ღვიის ნაყენი:

ღვიის წიწვები, ფოთლები და ახალგაზრდა ყლორტები დააქუცმაცეთ და მოამზადეთ ნარევი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,4 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაცივებამდე. ყოველდღიურად შეიზილეთ თმაში.

ფიჭვი:

500 გ ფიჭვის კვირტი, ქერქი და წიწვი მოხარშეთ 5ლ წყალში. შეიზილეთ ნახარში თმაში ან დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე.

არყის ხის ნაყენი:

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთოლსა და კვირტს დაასხით 0,3 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. შეიზილეთ თმაში ყოველდღე.

შოთხვის ნიღაბი:

ნედლი, კარგად გასრესილი შოთხვის ბოლქვების ფაფა დაიდეთ თავზე კვირაში 2-3-ჯერ, 30-30 წუთით, შემდეგ ცხელი წყლით ჩამოიბანეთ.

მკვებავი ნიღაბი მშრალი და ნორმალური თმისთვის:

აიღეთ უმი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და 20-25 წვეთი გადადუღებული ცივი წყალი. ეს ყველაფერი გულდასმით აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.

ნიღაბი თხელი, დასუსტებული თმისთვის:

აურიეთ ერთმანეთში 3 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, თითო ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი, თაფლი და უმი კვერცხის გული. ნარევი ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაში, შემდეგ ფაქიზად შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ თავზე საშხაპე ქუდი, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ.

1 საათის შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნითა და თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.

ლუდის ლოსიონი ნებისმიერი ტიპის თმისთვის (თმას სძენს განუმეორებელ ბრწყინვალებას და აქრობს ქერტლს):

შამპუნით დაბანილ თმაზე წაისვით ოთახის ტემპერატურის ლუდი. 7-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ 1-2 თვის განმავლობაში.

Exit mobile version