Vau.ge

Ჩემი საყვარელი 3-საფეხურიანი მეთოდი: სუფთა იღლიები სულ რაღაც 15 წუთში !

Ჩემი საყვარელი 3-საფეხურიანი მეთოდი: სუფთა იღლიები სულ რაღაც 15 წუთში!

ზაფხული სიფრიფანა კაბებისა და უსახელო მაისურების დროა, ტანსაცმელში შემალული სხეულის ნაწილები მზეს ეფიცხება, ამიტომ კარგად მოვლილი უნდა იყოს. მაგალითად, იღლიებში კანს სასიამოვნო ფერი უნდა ჰქონდეს. იკითხავთ, ფერი რა შუაშიაო. კანი იღლიაში რომ უფრო მუქია, ვიდრე მის გარშემო, ალბათ ბევრს მოხვედრია თვალში, მაგრამ იღლიების მოვლას თუ ოდნავ მეტ დროს დაუთმობთ, კანის ფერი გამოსწორდება და ბონუსად ოფლის გამოყოფაც იკლებს. მოვლის წესებს კი ჩვენ გასწავლით.

იღლიებს ნებისმიერ დროს სჭირდება მოვლა, მაგრამ ზაფხულობით – განსაკუთრებით, რადგან იღლიები ის ადგილია, სადაც დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი საოფლე ჯირკვლები. ოფლიანობა ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს სხეულის ჯანსაღი ტემპერატურის შენარჩუნებაში: როდესაც სხეული ზომაზე მეტად ხურდება, საოფლე ჯირკვლები წარმოქმნის ოფლს, რომელიც საოფლე სადინარების მეშვეობით ამოდის კანის ზედაპირზე და ორთქლდება. სითბოს გაცემის შედეგად სხეული გრილდება. ეს მექანიზმი გადახურებისგან გვიცავს.

მაგრამ რამდენადაც მნიშვნელოვანია ოფლი სხეულის ოპტიმალური თერმორეგულაციისთვის, იმდენადვე შემაწუხებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა სუნი უჩნდება.

შესაძლოა, იცოდით კიდეც, რომ თავად ოფლს სუნი არ აქვს. სუნი მაშინ ჩნდება, როცა ოფლი კანზე არსებულ ბაქტერიებთან ურთიერთქმედებს. ეს კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ იღლიების მოვლას განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ.

Რეგულარულად ვიყენებთ საპარსს. ამის გამო იღლიის კანი მუქდება და უხეშდება. კანი ამ ზონაში საკმაოდ მგრძნობიარეა. არსებობს მარტივი, ბუნებრივი გზები იღლიაში მუქი ლაქების მოსაშორებლად.

ნაბიჯი 1 - სკრაბი

ლიმონი, როგორც ყველამ ვიცით გამაღიავებელი საშუალებაა და ასევე ხელს უწყობს ინფექციებისგან დაცვას.  ამცირებს ოფლის სუნს.

მომზადების წესი:

Შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი დავ 1/2 ჩაის კოვზი გრანულირებული შაქარი. შეიზილეთ მკლავის არეში მკვდარი კანისა და ჭუჭყის მოსაცილებლად.  ჩამოიბანეთ იღლია თბილი წყლით და გაიმშრალეთ.

ნაბიჯი 2 - გათეთრება

ეს პროცესი ხელს უწყობს მუქი ფერის შემცირებას და მის გაღიავებას.

მომზადება:

ცოტაოდენი ფორთოხლის ხმელი ქერქი მოათავსეთ ბლენდერში ფხვნილის მისაღებად. ამ ფხვნილის ცოტაოდენი ნაწილი დაუმატეთ 2 სუფრის კოვზ იოგურტს და წაისვით ნაზავი იღლიის არეში. გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. იღლიები გახდება  გლუვი და ნაზი.

Ნაბიჯი 3 - დამატენიანებელი

მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ თქვენი იღლიების საჭირო დატენიანება, რათა შეინარჩუნოთ კანის სიჯანსაღე. ეს არის საშუალება, რომელიც უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ თქვენი იღლიის კანი ყოველთვის დატენიანებული იყოს.

მომზადება:

2 სუფრის კოვზ ფქვილს დაუმატეთ ცოტა წყალი, რომ მიიღოთ სქელი წებოვანი მასა. ზონის გასანათებლად შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა კურკუმა. გაიჩერეთ  10 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ამ პროცედური შემდეგ  თქვენი იღლიები გახდება ისეთი რბილი და თეთრი, როგორც არასდროს.

გააკეთეთ ეს 3 ნაბიჯი და მალე მზად იქნებით ჩაიცვათ უმკლავო ტანსაცმელი როცა მოისურვებთ.

Exit mobile version