ეფექტური ნიღაბი - თუ გამონაყარი გაწუხებთ, ამ პრობლემას პომიდორი მოგიგვარებთ
ცხიმიანი კანი მაქვს, ახალგაზრდობაში კანზე გარდატეხის ასაკის მანიშნებელი გამონაყარი გამიჩნდა, რომელიც მოწიფულ ასაკშიც შემომრჩა.
რა აღარ ვცადე. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა იყო, რით აღარ მმკურნალობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
მირჩევდნენ, ბევრი ვიტამინი მიმეღო და მეც სამი ადამიანის სამყოფს ვიღებდი. გარკვეული ხნის შემდეგ გავარკვიე, რომ „ვიტამინი“, რომელიც ასე ძლიერ სჭირდებოდა ჩემს ორგანიზმს, წითელიპომიდორი იყო.
რეცეპტი სანაპიროზე სეირნობის დროს ერთმა უცნობმა ქალბატონმა მასწავლა, რისთვისაც მისი დიდი მადლობელი ვარ.
აიღეთ ერთი მოზრდილი მწიფე პომიდორი, გაფცქვენით და კარგად დააქუცმაცეთ.
დაამატეთ 1 სადილის კოვზი გლიცერინი (მისი ყიდვა აფთიაქშია შესაძლებელი). ეს ნიღაბი დაიდეთ წინასწარ ორთქლით კარგად დამუშავებულ სახეზე და 10-15 წუთს გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი 1 თვის განმავლობაში ყოველდღე უნდა იკეთოთ. უმჯობესია, ბოსტანში დამწი-
ფებული პომიდორი გამოიყენოთ, სათბურში გამოზრდილი საამისოდ არ გამოგადგებათ.
მიირთვით პომიდორი – A ვიტამინით მდიდარი პომიდორი ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას.
რაციონიდან მთლიანად ამოიღეთ ან შეამცირეთ შემდეგი პროდუქტები: ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, ცომეული, ტკბილეული, ცხოველური ცხიმები.
დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ (მეტჯერ არა) – გამოიყენეთ ნელ–თბილი წყალი და ნაზი საპონი.
ნუ შეეხებით სახეს ჭუჭყიანი ხელებით. დაძინებამდე მოიშორეთ მაკიაჟი.
სახის მოვლა, ზოგადი რჩევები!
სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ, უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან. თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:
- გაწმენდა - შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
- შრატი - შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.
- დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
- მზისგან დაცვა - მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 (Sun Protection Factor) სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.