ჩვენ გაგაცნობთ სილამაზის რეცეპტს რომელიც ფართოდ ცნობილია ბოშათა სახელით - ყველა ინგრედიენტი არის ნატურალური პროდუქტებისაგან.
ყველა სილამაზის მაღაზიას აქვს თმის მოვლის უზარმაზარი ვიტრინა. თითოეული ბოთლი კაშკაშაა თავისი ნათელი შეფუთვით და გვპირდება, რომ მისცემს თმას ბზინვარებას, მოცულობას, ძალას და წარმოქმნის კიდევ ბევრ ეფექტს, რომლის რეალურად მიღწევა შესაძლებელია სახლში.
ჩვენ გაგაცნობთ რეცეფტებს რომელიც ფართოდ ცნობილია ბოშათა სახელით. ყველა ინგრედიენტი არის ნატურალური პროდუქტებისაგან, რომელიც ყველას აქვს სამზარეულოში, ამიტომ არ იქნება რთული მათი საკუთარ თავზე გამოცდა.
Ხელნაკეთი თმის ლოსიონები
1. შეურიეთ 1 კვერცხი, 1 ს.კ. თაფლი და 2 ს.კ. მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი.
წაისვით ნარევი თმაზე, შეიხვიეთ თავი პირსახოცით და გაითბეთ ფენით.
15 წუთის შემდეგ, ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით და შამპუნით.
2. ათქვიფეთ ერთი კვერცხის გული, 2 ს.კ. კონიაკი და შეიზილეთ სკალპში.
15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით.
3. დაჭერით 1 თავი ხახვი და დაასხით 500მლ კომიაკი ან არაყი.
გადაწურეთ ყოველ მეორე დღეს და შეიზილეთ სკალპში.
სუნი ოდნავ უსიამოვნოა, მაგრამ ეს წამალი გიხსნით გამელოტებისგანაც კი.
4. კარგად აურიეთ 2 გული 1 ჭიქა თბილი წყალი.
წაისვით ნარევი თმაზე და გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.თმა უნდა დაიბანოთ შამპუნის გამოყენების გარეშე.
მოვლილი, მბზინვარე თმა იდეალური გარეგნობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. იგი ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურება, თუ სისხლის მიმოქცევა აქტიურია და ორგანიზმი არ განიცდის საჭირო ნივთიერებების დეფიციტს.
თუ თმა დაბანიდან მეორე დღესვე ჭუჭყიანს ემსგავსება და აქვს არაჯანსაღი, მქრქალი ბზინვარება, ის ცხიმიანი ტიპისაა.
• თუ თმას მქრქალი, უსიცოცხლო იერი აქვს, ადვილად იწეწება, წყდება და ცუდად ივარცხნება, ესე იგი ის მშრალი თმის ტიპისაა.
• ძირებთან ცხიმიანი, ხოლო ბოლოებთან – მშრალი ნიშნავს, რომ შერეული ტიპის თმა გაქვთ.
მცდარია შეხედულება, რომ ეთერული და მცენარეული ზეთები სასარგებლოა მხოლოდ მშრალი თმისთვის. ზოგიერთი მათგანი შესანიშნავად უმკლავდება თმის ჭარბ ცხიმიანობას.
ცხიმიანი თმებისთვის, ეფექტური ნიღაბი წარმოადგენს საბაზისო მცენარეულ ზეთისა და მასში დამატებული რამოდენიმე წვეთი ეთერული ზეთის ნაზავს.
საბაზისო მცენარეულ ზეთად შესანიშნავია აბუსალათინის, ჟოჟობას, ქოქოსის, ყურძნის წიპწის, ნუშის, თალგამის, ქუნჯუთის (შირბახტი) ზეთები.
ეთერული ზეთებიდან კი უმჯობესია ევკალიპტის, პიტნის, კედარის, ფიჭვის, კვიპაროსის, ბარამბოს ზეთები