მე ვზრუნავ სახის კანზე: მარტივად ვასუფთავებ კანს აკნესგან და ვავიწროვებ ფორებს !
Მოიშორეთ აკნე და მიიღეთ სუფთა ფორები:
შეიზილეთ სახე E ვიტამინის ცხიმიანი ხსნარით, 30 წუთის შემდეგ წაისვით კვერცხის ცილა კანზე და გააჩერეთ კიდევ 30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
რეგულარული გამოყენებისას კანი გახდება ბზინვარე და გლუვი.
როგორ შევამციროთ ფორები ?
ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს კოლაგენს და ელასტინს, კანი კარგავს ელასტიურობას, სიმკვრივეს და იჭიმება გრავიტაციის ზემოქმედების ქვეშ.
შედეგად მსხვილი ხილვადი ფორები – სიბერის ერთ-ერთ ყველაზე ადრეული ნიშნებია. ჩვენ მოგითხრობთ, როგორ ვებრძოლოთ ამას.
წმენდა
მარტივი წესი: ჭუჭყისგან გაწმენდილი ფორები ნაკლებად შესამჩნევია ვიდრე
ცხიმისგან, მტვრისგან და ა.შ. სწორედ დაბინძურება ხდის ფორებს ხილვადს
ხოლო სავსე ფორები იქცევიან შავ წერტილებად რომელთა არ შემჩნევაც
შეუძლებელია.
თუ გსურთ ფორების დავიწროვება სახეზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ აქ ჩამოთვლილი რჩევები. ამ მეთოდის წყალობით კანი იძენს ჯანსაღ იერს.
1. კვერცხის ცილა ათქვიფეთ და შეურიეთ ახალდაჭრილ მრავალძარღვას ფოთლებს, მიიღებთ მწვანე კრემს. წაისვით კანზე, ჩამოიბანეთ თბილი წყლით 15 წუთის შემდეგ.
2. ათქვეფილი კვერცხის ცილა შეურიეთ 1 ჩაის კოვზ ახლად გამოწურულ ლიმონის წვენს. ნიღაბს ვისვამთ სახეზე და ვიჩერებთ 20-25 წუთის განმავლობაში.
3. ასპირინის 2 ტაბლეტი დაფშვენით, შეურიეთ 3 ს.კ. მაწონი. შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი, რომელიც არა მხოლოდ შეავიწროებს ფორებს, არამედ გაათეთრებს კანს.
4. პრობლემურ ადგილებში შეგიძლიათ დაიდოთ მჟავე კომბოსტოს ფოთლები. ეს არის ძალიან ეფექტური გზა!
ორთქლის აბაზანები
სახის კანის ფორების შემცირების ეფექტურ მეთოდებს შორის ორთქლის პროცედურებია. წამოადუღეთ წყალი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი,
ბაზილიკა, ლავანდა ან როზმარინი.
თუკი პრობლემური კანი გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ ჩაის ხის კარაქი დაიფარეთ თავი პირსახოცის მეშვეობით და დაუშვით სახე ორთქლზე.
ეს კანის ფორების გაფართოების ეფექტური საშუალებაა და შედეგად კანიც დაგიტენიანდებათ. ორთქლის აბაზანის შემდგომ გამოიყენეთ სკრაბი ან
მიმართეთ პილინგს. სცადეთ და მადლიერი დარჩებით.