Vau.ge

ინგლისელებმა იციან, როგორ მოუარონ თავს: უძველესი ინგლისური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ინგლისელებმა იციან, როგორ მოუარონ თავს: უძველესი ინგლისური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ყველა ქალს სურს, ნებისმიერ ასაკში ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. სურვილის ასასრულებლად ინგლისურ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც 500 წლისაა, ამიტო თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი დრომ გამოსცადა.
ნიღაბი კეთდება ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით; ასუფთავებს, კვებავს და ატენიანებს სახის კანს. და რაც მთავარია, იგი ნებისმიერი სახის კანს უხდება.

დაგჭირდებათ:

აიღეთ სამი ჭიქა: პირველში დაღერღილი შვრიის ფანტელები უნდა ჩაყაროთ, ზეთი (ნებისმიერი) დაასხათ და კარგად მოურიოთ. მეორეში ჩადეთ წვრილ სახეხზე გახეხილი ვაშლი, რომელსაც დამატებული ექნება ნახევარი ლიმონის წვენი და
1 ჩაის კოვზი თაფლი. მესამეში – მაწონი, რომელსაც ბოლო მომენტში 1 ჩ.კ სუფრის მარილს დამატებთ. დაბოლოს, მინერალური წყალი ან გვირილის ნაყენი.

პირველი ნაბიჯი: სახეზე, კისერსა და დეკოლტეს ზონაზე წაისვით პირველი ჭიქის შეამდგენლობა. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ 5 წუთი.

მეორე ნაბიჯი: არ მოიშოროთ პირველი ნიღაბი და ზემოდანვე გადაისვით მეორე ჭიქის შემადგენლობა. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ 5 წუთი.

მესამე ნაბიჯი: ბამბის დისკი ჩაალბეთ მესამე ჭიქის შემადგენლობაში და ჩამოიბანეთ ნიღაბი. მარილინი მაწონი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ კიდევ 5 წუთი.

მეოთხე ნაბიჯი: მაწვნიან-მარილიანი ნიღაბი მინერალური წყლით ან გვირილის ნაყენით უნდა ჩამოიბანოთ.

სასურველია, ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთოთ. უმჯობესია, თუ მას მთელ ტანზე შეიზელთ.

სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ,  უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.

თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:

  1. გაწმენდა -  შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
  2. შრატი - შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.
  3. დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
  4. მზისგან დაცვა - მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 (Sun Protection Factor) სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.

როგორ გავიგოთ კანის ტიპი სახლის პირობებში

დერმატოლოგთან ან კოსმეტოლოგთან ვიზიტის გარეშე სახის კანის ტიპის დადგენა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა, სახის დაბანიდან 30 წუთის შემდეგ კანზე დავიფინოთ სუფთა ხელსახოცი და თითის ბალიშებით ნაზი მასაჟები გავიკეთოთ შუბლზე, ცხვირზე, ლოყებსა და ნიკაპზე.

5-10 წუთის შემდეგ ხელსახოცს გავხედოთ სინათლეზე. იმ შემთხვევაში თუ --ხელსახოცის მდგომარეობა არ შეიცვალა მანიშნებელია, რომ მშრალი კანის პატრონი ხართ.

თუ ხელსახოცი დასველდა და ფორმა შეიცვალა - თქვენი სახის კანი ცხიმიანია.

ხელსახოცის სხვადასხვა ადგილი შუბლის, ცხვირის, ლოყების მიდამოს შესაბამისად შეიფერა, ლაქები გაჩნდა - კომბინირებულ ტიპზე მეტყველებს.

Exit mobile version