Vau.ge

ლუდის ნიღბები თმისთვის. როგორ უვლიდნენ თმას ჩვენი ბებიები? გაეცანით სტატიას!

ლუდის ნიღბები თმისთვის. როგორ უვლიდნენ თმას ჩვენი ბებიები? გაეცანით სტატიას!

ლუდის ნიღაბი მშრალი თმისთვის:

გაათბეთ 1 ჭიქა ლუდი, დაუმატეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, წაისვით ნიღაბი თმაზე და შეიზილეთ კანში, გააჩერეთ 15-20 წუთი. ეს ნიღაბი შესანიშნავად ასწორებს თმას და კურნავს გაყოფილ ბოლოებს.

ლუდის ნიღაბი კვერცხით თმის გასამაგრებლად:

ავიღოთ 1 ც კვერცხის გული (თუ გრძელი თმა გაქვთ, აიღეთ 2 ან 3) გააზავეთ ლუდით და დაიდეთ მასა თმაზე, კარგად შეიზილეთ. გააჩერეთ 20 წუთი.

ეგზოტიკური ლუდის ნიღაბი თმის გასაჯანსაღებლად:

ჩვენ გვჭირდება 1 კვერცხის გული, 1/2 ბანანის რბილობი და 1/2 ვაშლი, აურიეთ ბლენდერში, დაამატეთ ფორთოხლის წვენი და ლუდი თანაბარი პროპორციით. აურიეთ და წაისვით ნიღაბი თმაზე, შემდეგ კი პირსახოცით შეიფუთეთ. დაიბანეთ 20 წუთის შემდეგ.

ლუდი თმის ზრდისთვის:

ჩაასხით 100 გრამი ჭვავის ქერქი, 500მლ ლუდი, დატოვეთ 2 საათის განმავლობაში კარგად რომ გაიჟღინთოს. შემდეგ შეიზილეთ თმაში. ცელოფნით შეიფუთეთ, გააჩერეთ ნახევარი საათი და ამის მერე ჩამოიბანეთ ჯერძმრიანი წყლით და მერე ჩვეულებრივი წყლით.

ლუდის ნიღაბი თმის დასატენიანებლად:

აიღეთ ნახევარი ჭიქა ლუდი და შეურიეთ მას 1 ჭიქა კეფირი ან იოგურტი. დაიტანეთ თმაზე და გაიჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ.

ამის ცოდნა აუცილებელია - თმის სწორად მოვლის წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები: თმის გაზრდის მიზნით სალონისათვის თავის არიდება ცუდ შედეგებამდე მიგიყვანთ. როდესაც თმა შრება და გაყოფას იწყებს, ზრდა ისედაც ფერხდება. ამიტომ, სტილისტების რჩევით, თუ ჯანსაღი თმა გსურთ, ბოლოები 6-8 კვირაში ერთხელ უნდა მოიჭრათ.

პერიოდულად დაასვენეთ თმა: მიეცით თქვენს თმას უფლება, რომ კვირაში ერთი დღე მაინც დაისვენოს და შემსუბუქდეს. ნუ წაისვამთ ნურაფერს, ნუ მიიკარებთ ფენს, მოერიდეთ სალონს და არ შეიკრათ თმა, რომ მისი ძირები ზედმეტად არ დაიჭიმოს.

მოუარეთ თავის ქალას: თუ თავის ქალა გექავებათ ან კანი გამოგიშრათ, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს და ჩაიტარეთ სამკურნალო პროცედურები. ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად თავის ქალის მოვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იკვებეთ სწორად: თქვენი თმა კერატინიზებული პროტეინია. შესაბამისად, პროტეინის შემცველი მკვებავების მიღება აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის. თმის ენერგიის კიდევ ერთ წყაროს რკინა წარმოადგენს. სწორედ რკინის დეფიციტია ქალებში თმის ცვენის გამომწვევი მთავარი მიზეზი.

მოარიდეთ თმა მხურვალებას: სასურველი ვარცხნილობის მისაღებად აუცილებელი ატრიბუტები – თმის გასაშრობი, გასასწორებელი და დასახვევი ფენები – თქვენს თმაზე უარყოფითად მოქმედებს. ეცადეთ, გაშრობის დროს არ გამოიყენოთ მხურვალების მაქსიმალური ზღვარი. დახვევის ან გასწორების დროს კი გამოიყენეთ დამცავი სპრეები, რათა მაქსიმალურად შეამციროთ თმის დაწვის უარყოფითი შედეგები.

ჩაიტარეთ თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები: ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები კვირაში ერთხელ მაინც. შეარჩიეთ და გამოიყენეთ განსხვავებული ტიპისა და ფუნქციის მქონე ნიღბები, რომლებიც თმის სტრუქტურის აღდგენაში დაგეხმარებათ.

მოერიდეთ მზეს: მზე თქვენს თმას ახუნებს და აშრობს. იმისათვის, რომ მავნე ზემოქმედებისაგან დაიცვათ, თმა მზეზე დიდხანს არ გააჩეროთ და, შეძლებისდაგვარად, ატარეთ ქუდი.

მოერიდეთ ცხელ წყალს: არაფერია გრძელი დღის შემდეგ ცხელი შხაპის მიღებაზე სანატრელი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ცხელი წყალი თმის გამოშრობას იწვევს. თუ თმა შეღებილი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ ის ფერის სწრაფად გადასვლასაც უწყობს ხელს. დერმატოლოგები თბილი წყლით დაბანას გვირჩევენ, რაც უკეთ აისახება როგორც თმის, ისე კანის ჯანმრთელობაზეც.

შეწყვიტეთ თმის წვალება: მუდამ მჭიდროდ შეკრული კუდის ტარება, თმის ხელზე დახვევა ან ხშირად მოქაჩვა თმის ელასტიკურობის დაკარგვასა და ცვენას იწვევს. გაყოფილი ბოლოების მოწყვეტა რეკომენდებული საერთოდ არ არის. საუკეთესო პრაქტიკა თმის სიგრძის პერიოდული შემოკლებაა, რაც ამ და სხვა პრობლემებს სამუდამოდ მოაგვარებს.

დაივარცხნეთ სწორად: თმის დავარცხნა აუცილებელია, მაგრამ რეკომენდებულია დღეში მხოლოდ ერთხელ. ხშირი ვარცხნა თმის წვალების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ღერებს ელასტიკურობას აკარგვინებს. დავარცხნა ყოველთვის თმის ბოლოებიდან დაიწყეთ, შემდეგ შუა ნაწილზე გადადით და ბოლოს ძირებისკენ გადაინაცვლეთ.

Exit mobile version