Vau.ge

სოდა სრულიად ახალ ამპლუაში… როგორ გამოვიყენოთ ეს პროდუქტი თავის მოვლის დროს?

სოდა სრულიად ახალ ამპლუაში… როგორ გამოვიყენოთ ეს პროდუქტი თავის მოვლის დროს?

ალბათ საკვები სოდის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრი გსმენიათ. დღეს საკუთარი თავის მოვლა სახლის პირობებში ძალიან პოპულარული ხდება, რადგან ძვირად ღირებული პროცედურების ჩატარების დრო და საშუალება ყველას არ აქვს.

სკრაბი
თურმე სოდა ერთ– ერთი საუკეთესო ბუნებრივი სკრაბია. ის კანს მკვდარი უჯრედებისგან გაათავისუფლებს და მას უფრო ჯანსაღს გახდის. აურიეთ ერთმანეთს სოდა და წყალი 3–1 პროპორციით და მიღებული სკრაბით კანის არე გაასუფთავეთ, შემდეგ კი, ის თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თქვენ მიიღებთ გლუვ და ოდნავ ღია ფერის კანს. (სოდას მათეთრებელი თვისებებიც აქვს)

ხელების ნაზი კანი

მოვლილი ხელები ნებისმიერი ქალის “იარაღია”. აურიეთ ერთმანეთს ცოტა საკვები სოდა და 1 ს/კ თაფლი, მოამზადეთ კრემი და ფრთხილად წაისვით ხელებზე და ფრჩხილებზე. შემდეგ კი, ის თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნატურალური დეოდორანტი
სოდა უსიამოვნო სუნის ძლიერი ნეიტრალიზატორი არის, ამიტომ ის ეფექტურად ებრძვის ოფლის სუნს. უბრალოდ დაამატეთ ½ ჭიქა სოდა აბაზანაში და გამოიყენეთ ის სხეულის დაბანის დროს.

ბრძოლა აკნესთან
აკნე ერთ– ერთი ყველაზე უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. იმისთვის, რომ გამონაყარის შესახებ დაივიწყოთ სოდა გამოიყენეთ. აურიეთ ერთმანეთს სოდა და ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთი. მიღებული პასტა გამონაყარზე წაისვით. ეს პროცედურა ღამით ჩაატარეთ, რადგან მზის სხივები ლიმონით დამუშავებულ კანს აზიანებენ და პიგმენტური ლაქების გაჩენას უწყობენ ხელს.

შავი წერტილები კანზე
Т-ზონაში შავი წერტილების მომატება ბევრს აწუხებს. თუ მათი მოშორება გინდათ, აურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ საკვები სოდა და რძე. მასა, კანის პრომლემურ არეზე წაისვით. 15 წუთში კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ცხიმიანი თმა
თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ეს რეცეპტი გამოგადგებათ. აურიეთ ერთმანეთს სოდის 1 კოვზი და შამპუნი. თავის დაბანის დროს ის თავზე რამდენიმე წუთით დაიტოვეთ და ამის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

საკვები სოდა და ძმარი
სოდა ღრმად ასუფთავებს თმას ცხიმისგან, ძმარი კი, თმაში ბალანსს აღადგენს და მათ მბზინვარებას და სირბილეს ანიჭებს.

როგორ მოვამზადოთ?
5 ს/კ წყალში, სოდას 1 ჩ/კ გახსენით და ეს ნარევი თმის სიგრძეზე გაანაწილეთ. შემდეგ 1 ჭიქა წყალში დაამატეთ ვაშლის ძმრის 1 ს/კ და თმის მთელ სიგრძეზე წაისვით. თავი, თბილი წყლით დაიბანეთ. ეს პროცედურა 1 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმეორეთ . შემდეგ დაისვენეთ და ციკლი გაიმეორეთ. მალე შედეგსაც შეამჩნევთ, თმა ლამაზი და მბზინვარე გახდება.

Exit mobile version