Vau.ge

იცით, რომ ხაჭო საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა- ის თქვენს კანს დაბერების საშუალებას არ მისცემს!

იცით, რომ ხაჭო საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა- ის თქვენს კანს დაბერების საშუალებას არ მისცემს!

პირადად მე არც მოშვებულ კანს ვუჩივი და არც სახის ცუდ ფერს. მინდა, სხვა ქართველი ქალებიც ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურებოდნენ, ამიტომ გადავწყვიტე, გაგანდოთ კანის მოვლის რამდენიმე საიდუმლო.

აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაფქული შვრიის ბურღული, 2 ჩაის კოვზი ახალი ხაჭო
და დანის წვერით საჭმელი სოდა. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ ხის კოვზით. თუ ხაჭო მშრალია, დაუმატეთ რძე.

ნარევი სქლად წაისვით სახეზე, გარდა თვალების გარშემო არისა. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.

დილის პირის ბანის პროცედურა:

რძე სანახევროდ განაზავეთ თბილი ანადუღარი წყლით. ამ ნაზავით დაიბანეთ პირი:

არ შეიმშრალოთ, ისე გაიშრეთ. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.

საღამოს პროცედურა:

სითბოში ნადგამი მაწონი გაწურეთ 4-კეც დოლბანდში. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი
ლიმონის წვენი, წაისვით სახეზე და 10 წუთს გაიჩერეთ. ამის შემდეგ სახე რამდენიმეჯერ
გაიწმინდეთ შრატით.

– არაჟნის ნიღაბი კანს კვებავს და არბილებს. კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 კვერცხის ცილა, 0,5 ჩაის კოვზი თხელი თაფლი და წაისვით სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.

მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად აიღეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო და მწიკვი წმინდა მარილი, აურიეთ ერთმანეთში და ამ ნარევით გაიწმინდეთ სახე. 2 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში მაინც უნდა ჩაიტაროთ უბრალო კოსმეტიკური
პროცედურები, რომლებიც კანს სილამაზეს დაუბრუნებს, თქვენ კი თავდაჯერებას შეგმატებთ.

გარეცხეთ საშუალო ზომის ახალმოკრეფილი ახალგაზრდა მრავალძარღვას ფოთლები, შეამშრალეთ ხელსახოცით და დასრისეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ დაბანილ სახეზე და
გაიჩერეთ 20 წუთს. ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ. ნიღაბი არ ჩამოიბანოთ, ფაქიზად მოიშორეთ სველი ბამბის ტამპონით.

მრავალძარღვას ფოთლები ასე შეინახეთ: სათითაოდ გარეცხეთ, გააშრეთ და ჩააწყვეთ სუფთა ქაღალდის ან ნაჭრის პაკეტში. ეცადეთ, არ დააზიანოთ. თუ ერთხელ მაინც მოამზადეთ ამ საოცარ საშუალებას, მაშინვე იგრძნობთ სწრაფ ეფექტს..

Exit mobile version